“მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, კორონავირუსის მკურნალობაში შესანიშნავი შედეგები აჩვენა”

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მალარიისა და ართრიტის საწინააღმდეგო მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენა.

ტრამპის თქმით, აღნიშნული პრეპარატი დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით.

ტრამპის განმარტებით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ებიჯო,ებიჯო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.