“მაგის არაკაცობა არქივში მაქვს ჩაბარებული” – გეგა კობახიძის დედის კომენტარი ბუბა კიკაბიძის პოლიტიკაში მოსვლაზე

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძე იქნება. ინფორმაცია ამის თაობაზე ოფიციალურად დადასტურდა.

ცნობილ მსახიობს და მომღერალს სოციალურ ქსელში, გეგა კობახიძის დედის ნათელა მაჭავარიანის განცხადება გაახსენეს. როდესაც მან თქვა, რომ ბუბა კიკაბიძე იყო ადამიანი, რომლის მეშვეობითაც მსახიობ გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერები პარლამენტიდან სწორედ ბუბა კიკაბიძემ გაიწვია. 

“პრაიმტაიმი” ნათელა მაჭავარიანს დაუკავშირდა და “ენმ”-ს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა.

– ბუბა კიკაბიძე საერთოდ არ ახსენოთ ჩემთან. ძალიან გთხოვთ. მე მაგას საერთოდ არ ვთვლი ადამიანად. იმის მერე რაც გააკეთა, სულ იძახოდა “ქალაქელი კაცია, ქალაქელი კაცია.

არც მინდა მაგაზე საუბარი, ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, არც მომღერალს და არაფერს. უსინდისობის უსინდისობაა მისი სიაში ჩასმა იმის მხრიდანაც ვინც პირველ ნომრად ასახელებს და თავადაც არ აქვს თავმოყვარეობაც.

– მას შემდეგ ერთხელ მაინც არ შეგხვედრიათ?

– ერთხელ შემხვდა დიდი ხნის წინ. მე უბრალოდ ვუთხარი “მაგარი კაცი ხარ-მეთქი”, მეტი არაფერი არ მითქვამს, თვითონ არაფერი არ მითხრა. ვერც ვერაფერს მიპასუხებდა.

ვინანე, არ უნდა გამეხმოვანებინა მაგის არაკაცობა, შვილები და შვილიშვილები ყავს. ყველაფერი არქივში მაქვს ჩაბარებული და როცა აღარ ვიქნები, გაიხსნება ის არქივი და გაიგებს ხალხი ვინ ვინ არის.

ვინც ეგ პირველ ნომრად წამოაყენა, მაგ პარტიას მე საერთოდ არ ვცემ პატივს, არაფერი მიკვირს მათგან.

შეგახსენებთ, ნათელა მაჭავარიანის ვაჟი, გეგა კობახიძე 1984 წელს დახვრიტეს.

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    amdenxas sadikavi xaindravas arakacobebi argaq? ocnebis qalo

  2. ანონიმური

    ვოლსკის დეიდაა ეს ქალი.სად საწყალი გეგა,სად ვოლსკი.მაგას არ ემდური?მთელი ცხოვრება რომ ემსახურა იმ სისტემას,რომელმაც შვილი მოგიკლა.

  3. ანონიმური

    შენ ვის დაეკარგე, რა დამსახურება გაქვს ამ ქვეყნის წინაშე, შენი ჭუტალა დიშვილივით ჩაცუცქული რო გვირჩევ საქმეებს?!

  4. ანონიმური

    ყველაფერი აბსურდია , გადახდეთ იმ წლებს და ნახავთ შეეძლო კი კიკაბიძეს რამე ზემოქმედება? , მაგ დროს სხვა უფრო ცნობილი ადამიანების პარადი მიდიოდა, გვარები შეგიძლიათ ნახოთ ძველ გაზეთებში!

  5. ნათი

    კიკაბიძეს უარი უნდა ეთქვა,როგორც ქობალიას,მაშინ უფრო შერჩებოდა ის სიყვარული როგორც მომღერალს,ეხლა რა

    1. ანონიმური

      ვაა, ქობალია შეგიყვარდა? უცებ რო მინისტრად დაგისვან???

      1. ნათი

        არ არ შემყვარებია,თუმცა ერთი რეგიონიდან ვართ,მაგრამ სადაც არ იყო საჭირო ვერა (თბილისში) და მისი დაიკო (ბათუმში) იქ არ უნდა დათანხმებულიყვნენ. ისინი არ არიან იმ დონის ქალები მთავრობაში ემუშავად ხალხის საკეთილდღეოდ. პურის ცხობა კი ბატონო,ქებულია ოჯახი მთლიანად ამ ლტოლვილობის პერიოდში. ამჟამად სადაც არის ძალიან კარგადაა ,ამიტომ სასიხარულოა ჩემთვის მისი გადაწყვეტილება. რაში ჭირდება ეხლა მას ჭორაობა მასზე?

  6. ანონიმური

    ნეტა ამ ქალს თავის თავისა არ რცხვენია? იმ რეჟიმის გულმხურვალ მხარდამჭერია რომელმა რეჟიმმაც შვილი მოუკლა, სხვებისგან რა უნდა როცა თავისი შვილის სულს შეურაწყობა მიაყენა, სალომეს გაპრეზინტების დროს ჰაერში ცეკვავდა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.