ლუკა სირაძის საქმეზე ჩოლოიანს 3 წელი მიესაჯა – “მაქსიმალურს, 5 წელს ვითხოვდით…”

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი უკვე გამოაცხადა.

გარდაცვლილის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახი მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის პასუხისგებაში მიცემით არ შემოიფარგლება და გაგრძელებს ბრძოლას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ლუკა სირაძის დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა.

მისივე თქმით, გამოძიება სხვა პირების წინააღმდეგ გრძელდება.

„ოჯახის მოთხოვნა და ინტერესი იყო მაქსიმალური სასჯელი – 5 წელი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უსამართლობაა. ჩოლოიანის ადვოკატები საერთოდ საპირისპიროს, მის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი – 3 წელი. განაჩენის გასაჩივრებას რაც შეეხება, პროკურორთან და ადვოკატებთან გავივლით ამ ყველაფერს და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ პროცესს“, – განაცხადა ბექა სირაძემ.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს. საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    ვაი, სირცხვილო! შეაწმინდეს ხელი ყველაზე სუსტ და უპატრონო არსებას. ამას როგორ უნდა დაეშინებინა ლუკა სირაძე? ასე აპირებთ სამართლიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში?! აქ დამნაშავეა ის სისტემა რომ სწავლის ფულის გადაუხდელობის გამო ბავშვები შეურაცხყოფილები ვერ უძლებენ ცხოვრებისგან დაბეჩავების პრობლემებს.

    1. ანონიმური

      საწყალი ვარ დააშინებდა.

  2. ანონიმური

    მართალია! მაგ ჩოლოიანს და სხვა დამნაშავეებსაც დახვრეტა სჭირდებათ!
    თვალი თვალის წილ”

  3. ანონიმური

    რომ გამოვა ხერხემალზე უნდა გადაამტვრიო,მასეთები არ უნდა დადიოდნენ.

  4. ანონიმური

    სამართლას ვრავინ ვერსად გაექცევა

  5. ანონიმური

    ხოდა ძალიანაც კარგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.