“ლუკა სირაძის გარდაცვალება თითქოს ლეგალური მკვლელობაა, კონსტიტუციური მკვლელობა!”

მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:

“პატარა ანიტა გარდაიცვალა.
ალბათ ქვეყანაზე ბავშვის გარდაცვალებაზე უარესი არაფერი ხდება.

მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეული და ძნელი გასაძლებია, როცა ბავშვი ავადმყოფობისგან კი არა, ადამიანის ხელით კვდება!

და კიდევ უფრო უარესი, როცა მკვლელი კრიმინალი კი არა, ოფიციალური სახემწიფო ორგანოა.

ლუკა სირაძის გარდაცვალება თითქოს ლეგალური მკვლელობაა, კონსტიტუციური მკვლელობა!

გუშინ გამოაცხადეს, გამოძიება გრძელდებაო… ბევრი რამე კიდევ გაირკვევაო… და რაც უკვე გაირკვა, ის არის, რომ სკოლის დანაშაული მხოლოდ იმაშია, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალა პოლიციას რომ გადასცაო…

სკოლაში რომ ბავშვები დაკითხეს, გოგონას რომ მოტყუებით ჩვენების მიცემა აიძულეს, რომელმაც შემდეგ თავის მოკვლა სცადა, ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, დანაშაულში არ ჩაეთვალა სკოლას.

და სკოლას ჯარიმა დაეკისრა.
იცით, რამდენი?
500 ლარი!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სკოლის დირექტორის კისერძზეა ამ ბავშვის სიკვდილი!

  2. ანონიმური

    იმედი მაქვს გამოძება ბოლომდე მიიყვასნ ამ საქმეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.