“ლუკაც დაგვავიწყდა, სარალიძეც, თემირლანიც -ამიტომ დადიან მკვლელები თავისუფლად!”

ენმ-ის წევრი, მარიამ ბაშარული, სოციალურ ქსელში, წერს:

“რამდენიმე დღე აქციები ვატარეთ, ვწერეთ კედლებზე, მეტროებში რომ “სისტემა კლავს”, “ამ ცხოვრების დედაც” და ა.შ. პოლიციას ვუმტკიცებდით რომ მათ ჩვენი სიცოცხლის დაცვა ევალებათ და არა პირიქით, თვითმკვლელობამდე მიყვანა (ოღონდ არ ვიცი რატომ უნდა გვჭირდებოდეს ამის მტკიცება).

გავიდა რამდენიმე კვირა და ლუკაც დაგვავიწყდა, ლუკა რომელსაც ჯარისკაცობა უნდოდა და რომელსაც მომავალში საკუთარი ქვეყანა უნდა დაეცვა… ასე დაგვავიწყდა დათუნა სარალიძეც და ამიტომ არ დაისაჯა მისი მკვლელი. ასე დაგვავიწყდა თემირლანიც და ამიტომ ეძახია ტერორისტს, ამიტომ დადიან მისი მკვლელები თავისუფლად! ასე დაგვავიწყდა გავრილოვის ღამე და ამიტომაც დააწინაურეს გახარია!


მოდით ვაღიართ რომ საზოგადოება არ ვარგივართ, რომ მალე გვავიწყდება ყველაფერი, რომ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით მანამდე ხმის ამოღება გვიჭირს და აქვე ნაციზმის მსხვერპლი მარტინ ნიმიოლერი:

„როცა გერმანიაში ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. როცა ებრაელებს მიადგნენ ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს რომ მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ. კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.