“ლუგარის ლაბორატორიამ სამი შემთხვევა გენეტიკური ხაზით დაადგინა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული.

კითხვაზე, ​მიკვლეულია თუ არა მარნეულის შემთხვევის ინფიცირების წყარო და ამ პროცესში ჩართული არიან თუ არა ძალოვანი უწყებები, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ როცა საჭიროა, მათ ყველა უწყება ეხმარება.

„სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო. ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ შევძელით, ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში. ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას არ გააჩნია.

მაგალითად, ირანის ხაზებთან პირდაპირ ვერ შევადარეთ ჩვენები, რადგან ირანს არ აქვს ატვირთული გენეტიკური ხაზები თავიანთი ვირუსების და კანადაში რომ ირანელი იყო დასნებოვნებული, იმის გენეტიკურ ხაზს შევადარეთ. ამით დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ირანიდან იყო შემოსული ეს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. მედეა1

    რამოდენა სამუშაო აქვთ ამ ვირუსოლოგებს! რა ჭკვიანები და საამაყონი არიან. ჩვენ 4 კედელში გამოკეტილები ვართ და შვილებისა და შვილიშვილების ჩახუტების სიამოვნებას მოკლებულები—დიდი ი მ ე დ ი თ შევცქერით ცისფერ ეკრანს, როდის დამთავრდება ეს კ ო შ მ ა რ ი ,აბა, თქვენ იცით ექიმებო და მოსახლეობავ, მ ა ლ ე აღვადგინოთ მეტრო და ავტობუსები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.