ლოქდაუნი ევროპაში – რა შეზღუდვებია სხვადასხვა ქვეყნებში

ევროპის ქვეყნები სადაც, მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.

ჩეხეთში „ლოკდაუნი“ 22 ოქტომბერს გამოცხადდა (3 ნოემბრის ჩათვლით), შემდეგ კი გაგრძელდა 21 ნოემბრამდე და სავარაუდოდ ეს ვადა კიდევ გახანგრძლივდება. ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავურისუსის მეორე ტალღას ებრძვის.როგორც ცნობილია, კონთეატრები, მუზეუმები, გალეერები დახურულია. მუშაობს მხოლოდ პირველადი მოხმარებისთვის აუცილებელი მაღაზიები და აფთიაქები, ისიც საღამოს 10 საათამდე, ამის შემდგომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ქუჩაში გასვლა აკრძალულია. კვირა დღეს კი ყველაფერი დაკეტილია.

საფრანგეთში კარანტინი, მინიმუმ დეკემბრის დასაწყისამდეა გამოცხადებული, თუმცა მეორე „ლოკდაუნი“ შედარებით მსუბუქია. მუშაობენ სკოლები, ღიაა პარკები, მაგრამ კაფე-რესტორნები და მაღაზიები დაკეტილია. ქუჩაში გასვლისთვის საჭიროა სპეციალური საშვი.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იქ „ ლოკდაუნი“ 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბრიტანეთში პროდუქტის საყიდლად, აფთიაქში და ექიმთან ვიზიტი ნებადართულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ღია სივრცეებში და პარკებში სეირნობა რეკომენდირებულია. იკრძალება 6-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, თუმცა სკოლები, უნივერსიტეტები და მათ შორის საგანმანათლებო კურსები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. ასეთ დაწესებულებებში ერთი კოვიდდადებითი შემთხევის დროს ყველა კონტაქტი გადადის თვითიზოლაციაში. სავაჭრო ცენტრები დაკეტილია, ასევე სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები. მარტის თვიდან დახურულია საკონცერტო დარბაზები და კლუბები.

იტალიის რაიოინები დაყოფილია სამ ზონად: ყვითელი – შედარებით მსუბუქი ზონაა, ნარინჯისფერი – მკაცრი და წითელი ზონა – სრული ლოკდაუნი. თუ ნოემბრის დასწაყისში ქვეყნის დიდი ნაწილი იყო ყვითელი, ეხლა უკვე ჭარბობს ნარინჯისფერი და წითელი ზონები.

კომენდატის საათი გრძელდება 22:00-დან დილის 05:00 საათამდე. კაფე-რესტორნები მუშაობენ დილის 05:00-დან 18:00 საათამდე და ავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც მითითებულია სტუმრების რაოდენობა. ნებადართულია პარკებში სეირნობა, მაქსიმალური დისტანციის დაცვით. მუზეუმები, კონოთეატრები დახურულია. ამასთან, აკრძალაულია ღია სივრცეშიც კი მაშტაბური ღონისძიებების მოწყობა.

რაც შეეხება ესპანეთს, იქ აკრძალვები მოქმედებს 2021 წლის 9 მაისამდე. მთელს ქვეყანაში, გამონაკლისის გარეშე კომენდატის საათი გრძელდება 23:00-დან დილის 06:00 საათამდე. სახლიდან გასვლა შესაძლებელია განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, შეკრება შეუძლიათ მაქსიმუმ 6 ადამიანს.

საბერძნეთში, კარანტინი ძალაში შევიდა 7 ნოემბრიდან. იმისათვის, რომ გახვიდე სახლიდან აუცილებელია სმს შეტყობინების გაგზავნა სპეციალურ ნომერზე. როგორც ცნობილია, შეზღუდვები ძალაშია 3 კვირა. ქვეყანაში დაიხურულია კაფე-რესტორნები, მუზეუმები, სავარჯშო დარბაზები და კინოთეატრები.

17 ნომებრიდან  სრული „ლოკდაუნი“გამოცხადდა ავსტრიაში. მუშაობა შეწყვიტეს სავაჭრო ცენრტებმა, სილამაზის სალონებმა, სავაჭრო ობიექტებმა, გარდა პირველადი მოხმარების მაღაზიებისა, ფოსტის, ბანკის და აფთიაქისა.

წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.