“ლომაძეს არავინ გაუტაცებია და უწამებია, მოგიყვებით რა მოხდა სინამდვილეში…”

პრიორიტეტული განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მინდა გამოვეხმაურო მოჭიდავე იური ლომაძის დაკავების ფაქტს და მას ამ გაუგებრობიდან დროული დაღწევა ვუსურვო.


მთავარი არხი როგორც ყოველთვის დეზინფორმაციას ავრცელებს. ლომაძეს არავინ არ გაუტაცებია და არავინ არ უწამებია, ეს ყველაფერი არის ტყუილი. სიტუაცია იყო ასეთი: სალაპარაკოდ ისხდნენ მანქანაში რამოდენიმე ადამიანი მათ შორის ლომაძეც და ეწ დაზარალებულიც, რომელმაც ახალგაზრდა პრესპექტიული მოჭიდავე პროვოკაციაზე წამოაგო და მიიღო კიდეც საკადრისი. საქმე როდესაც ეხება ოჯახურ ღირსებას ნებისმიერი მამაკაცი ანალოგიურად მოიქცეოდა.
– აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ეწ დაზარალებული არის ქალებზე მოძალადე პიროვნება და სწორედ ერთერთ ასეთ ფაქტს განიხილავდნენ მანქანაში.
– ყოველივე ამის შემდეგ დაზარალებული წავიდა პოლიციაში და უჩივლა სპორტსმენს და მის ნათესავებს. იური ლომაძე თავის ფეხით გამოცხადდა პოლიციაში, არსად დამალულა და არსად გაქცეულა.
– ჩვენ ვიმედოვნებთ რომ სასამართლო და პროკურატურა გაითვალისწინებს იური ლომაძის სპორტულ წარმატებებს და მალე გამოუშვებს მას თავისუფლებაზე. საცოდაობაა ასეთი ქართველი ახალგაზრდების ციხეში გამომწყვდევა”

  •  
  •  

კომენტარი

  1. mamuka

    რას ჰქვია გაითვალისწინებენ სპორტულ მიღწევებს, ვისაც სპორტული მიღწევა არ აქვს? ის დაიჩაგროს?
    ეტყობა ჭიდაობის ფედერაციაში ასწავლეს ხალხზე ძალადობა

  2. ანონიმური

    ნამეტანი მოგვიხშირდა მოძალადე და კრიმინალი სპორცმენები, გეგეშიძის ჩათვლით. 90იანები დაბრუნდა.

  3. აი რას ყვებიან

    იური ლომაძე და მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ დანაშაულში მონაწილეობდნენ. მათ გარდა, დაკავებულია კიდევ სამი პირი.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა პირებმა ერთ-ერთი მოქალაქე გაიტაცეს და ოზურგეთში, მიტოვებულ სახლში აწამეს.

    მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიება გახდა.

    ნაცემი და ნაწამები პიროვნება ახლა საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

    სოციალურ მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით საქმის ახალი დეტალების შესახებ იუწყებიან და მოჭიდავეს სოლიდარობას უცხადებენ.

    ერთ-ერთი გვერდის „MMA Georgia” ინფორმაციით, იური ლომაძემ ეს ნაბიჯი შურისძიების მიზნით გადადგა.

    „ოზურგეთელი იური ლომაძე არის ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. „დააკავეს ადამიანის გატაცებისა და წამების ფაქტზე”.

    ჩვენმა მედიამ უკვე მონსტრად წარმოაჩინა, და ლანძღავენ, არამარტო მას, არამედ ყველა სპორტსმენს.

    არავის გასჩენია კითხვა თუ რატომ მოხდა, რამ აიძულა ახალგაზრდა სპორტსმენი გადაედგა ეს ნაბიჯი, და დაენგრია თავისი კარიერა?! აღარ დავაკონკრეტებ ფაქტებს, მაგრამ, როცა ვიღაც ნაბიჭვარი ძალადობს ფიზიკურად, აუპატიურებს შენს ახლობელ ადამიანს (რომელიც არის ორსული) მეტის ღირია.

    ქალის ღირსების დაცვა ვაჟკაცობაა და არა დანაშაული. მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ სპორტსმენს!”

    ცნობისთვის, იური ლომაძე 72კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია. 2020 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილ დაიკავა.

    1. ანონიმური

      ვაჟკაცურად მოქცეულა! რას ქვია ორსული გააუპატიურა? ასეთ დროს ცემა არ უნდოდა, მოეჭრა ერთი ორგანო და გაეშვა…მერე როგორ გაიმეორებს ასეთ სისაძაგლეს არ ნახავდა? ქალების მეტი რაა,წასულიყო გადაეხადა ფული და მოსულიერდებოდა,ორსულთან თან ძალადობით რა ჯანდაბა უნდოდა? ეხლა გახდიან ავადმყოფს. ვენაცვალე შენს მარჯვენას ლ ო მ ა ძ ე ვ. სიმართლე გაიმარჯვებს, შენ გარეთ გიხილავთ

  4. ანონიმური

    ლადო,შენ იმ მანქანაში იჯექი?????

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.