“ლოიდლი” ლარის კურსის გამო დაიხურა – “დასაქმებულები სახლში გავუშვით”

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლოიდლი“ დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის 39%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა მიხეილ ოკუჯავამ დაუდასტურა.

„ქარხანა ამ ეტაპზე გაჩერებულია“, – განაცხადა მიხეილ ოკუჯავამ.

“ყველაფერი ერთად არის მიზეზი, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა – ლარის კურსი, ნედლეულის ფასი, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება… ჩვენ შედარებით მაღალი ხარსხის პროდუქციას ვაწარმოებდით, შესაბამისად, ფასიც შედარებით მაღალი გვქონდა და covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაცია ისე დაეცა, რომ ამ გაყიდვებით ქარხანა თავს ვეღარ ინახავდა. ამ ეტაპზე წარმოებაში დასაქმებულები სახლში გავუშვით“

bm.ge-ის კითხვაზე – განაახლებს თუ არა ქარხანა მუშაობას, მიხეილ ოკუჯავას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„ვერ გეტყვით… არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ხვალ და ზეგ თუ რადიკალურად რაიმე შეიცვალა, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები, მაგრამ მოცემულ მდგომარეობაში, არ მგონია. ამ ხარისხის პროდუქციის გამოშვებისას ადეკვატური ფასი რომ დავადო, ლარის კურსის და ხორცის ფასიდან გამომდინარე, იმდენი გამოდის, რომ გამორიცხულია, გაიყიდოს”

„ლოიდლის“ დირექტორი კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ კომპანიის „ზარალი საკმაოდ დიდია“.

ბიზნეს-რეესტრის მონაცემებით, შპს „ლოიდლი“ 2005 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს: 42%-ის მეწილე ავსტრიის მოქალაქე თინათინ აფხაიძეა, 39%-ის მეწილე მიხეილ ოკუჯავაა, კომპანიის 19%-ის მფლობელი კი ბესიკ აფხაიძეა.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    მოგიტყანთ ეკონომიკა და მთავრობა

  2. ((

    მთავრობა მთავარია ვირუსს ებრძვის.ამ ვირუსის ბრძოლაში ოჯახები რომ გააკოტრეს, პაატას სიბრძნით, მთავარია ცოცხლები ვართ:( მოეკითხება ყველას ეს მარაზმი

  3. ანონიმური

    ოეეეე რა ლარის კურსიი ტოოო.ქართულ ღორს და ქართულ ძროხის ხორცს არ კადრულობდით და გაყინულს ეზიდებოდით ხო თქვე დიდო ბიზნესმენწბო?და ლარის კურსმა შეგიშალათ ხო გეყიდათ ბრაზიური თუ უკრაინი გაყინული ხორცი.ჰოდა თქვენისთანებო ყველა დასახურჯთ ხართ რო გაყინულ ნაგავს გვტენით და თან ლარია კურდს აბრსლებთ.წადით და იყიდეთ ქართულიიიიიიიიი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.