ლისის გზაზე პატრულის მანქანა 12 წლის მოზარდს დაეჯახა – ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

თბილისში, ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მოზარდს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

1tv.ge

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    Gijebivit ro car bien mais bralia.magattvis panini er arseboobs? Gaskda guli

  2. ანონიმური

    მართლაც და გასკდა გული.ამდენი ნეგატივი ყოველ დღე შეიძლება?გაწყდა საქართველოს ახალგაზრდობა და მომავალი.გაამკაცრეთ კანონები რომ ასე გიჟებივით და თავაშვებულებმა არ იარონ გზებზე.სხვასაც კლავენ და თვითონაც საფრთხის ქვეშ დგებიან.

  3. ანონიმური

    Kvela.tavis.nebazea.mihvebuli.

  4. ანონიმური

    erTi is mainteresebs policia rom narkotiks iRebs barigebisgan mere sad midis.

  5. ანონიმური

    მაგათ სასახლეებს დიდი გალავნები აქვს, მაგათი შვილები დაცვით დადიან, ჩვენ? ჩვენ ხალხი არა ვართ, მართლა!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.