„ლილოშიც დადიოდა და ვაჭრობდა“ – რას ჰყვებიან მარნეულელი ქალის მეზობლები

მარნეულში კარანტინის მესამე დღეა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ინფიცირებული ქალის მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს აქვს მაღაზია და პურის საცხობიც, რომელიც ბოლო დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

„ვიცი, რომ თვითონ ეს ქალი ლილოშიც დადიოდა, ვაჭრობდა, თუმცა დაინფიცირების შემდეგ იმყოფებოდა თუ არა ამ ბაზრობაზე, არ ვიცი“, – გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობელი ემილია გასანოვა ყვება, რომ ინფიცირებული ქალის დედის წლისთავზე საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

„მარნეულელი ქალი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა, ჩემი მეზობელია. მისი დედის წლისთავიც ჩემს უბანში იყო 11 მარტს… იქ ჩემი უბნის თითქმის ყველა მაცხოვრებელი იმყოფებოდა. ამ ქალთან ფიზიკური კონტაქტი თითქმის ყველას ჰქონდა მისალმების დროს. მოვიდნენ მერიის თანამშრომლები და ექიმი, მხოლოდ ქალის ოჯახის წევრები გასინჯეს… სისხლის ანალიზი გაუკეთეს. ერთ-ერთ ჩემს მეზობელს, რომელიც 80 წლამდეა. ტემპერატურა 37.3 დაუფიქსირდა. უთხრეს საშიში არაფერიაო“…

ის, რომ ინფიცირებული ქალის ოჯახის კიდევ ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, მეზობლებმა მედიით გაიგეს.

„პრაიმტაიმი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.