ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია


დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ვახტანგ ბაბუნაშვილი – ფინანსური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და დავით აბაშიძე – რისკების დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ მმართველ გუნდს.

ვახტანგ ბაბუნაშვილს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ვახტანგის კარიერა 2005 წელს საკონსულტაციო კომპანია ‘სინერჯი ჯგუფში’ დაიწყო. 2007 წლიდან მას არაერთი პოზიცია ეკავა ბანკი რესპუბლიკაში (ჯგუფი „სოსიეტე ჯენერალი“), თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში ფინანსური მიმართულებით. 2020 წლის ივლისიდან ვახტანგი ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შემოუერთდა ლიბერთი ბანკს. ვახტანგ ბაბუნაშვილი ფლობს INSEAD-ის MBA ხარისხს (France) და 2007 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში საბანკო და ფინანსური ინტიტუტების მენეჯმენტის მიმართულებით.

დავით აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მოღვაწეობის თითქმის 20 წლის გამოცდილება აქვს. ლიბერთი ბანკის გუნდთან შეერთებამდე იგი მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ისეთ გლობალურ ბანკებში როგორიცაა Citigroup და Barclays, სადაც ეხმარებოდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს კაპიტალის მოზიდვაში, კორპორატიულ შერწყმა-შესყიდვებში და ინვესტიციების ანალიზში. დავითს 2006-2012 წლებში ეკავა ქართუ ბანკში ფინანსური რისკების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია. დავით აბაშიძე ფლობს INSEAD-ის MBA ხარისხს (France) და CFA აკრედიტაციას.

გასული წელი, ბანკისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელეთ ტრანსფორმაციის პროცესი და დავსახეთ ახალი ხედვა და გრძელვადიანი სტრატეგია. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მმართველი გუნდის ძალიან დიდი გამოცდილება და ერთსულოვნება. გუნდის თითოეული წევრის მონაწილეობით, დღეს უკვე მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს სამომავლო მოქმედების არეალი და გვაქვს მიზანი – გავაუმჯობესოთ თითოეული ადამიანის, მათი ოჯახისა და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, კორპორაციული ტრანსფორმაციის გზაზე, მმართველ გუნდშიც განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები. მინდა მივესალმო დავითის და ვახტანგის ბანკის ტოპ მენეჯმენტის გუნდში შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით გააგრძელებენ დაწყებულ საქმეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბანკის განვითარებასა და მისი მიზნების მიღწევაში. ვუსურვებ მათ წარმატებას.’ – განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, მუდმივად დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

  •  
  •  

7 Comments

  1. frolep rotrem

    I have been exploring for a bit for any high quality articles or weblog posts on this sort of area . Exploring in Yahoo I at last stumbled upon this web site. Studying this information So i am happy to show that I have a very excellent uncanny feeling I discovered just what I needed. I most indubitably will make certain to do not omit this website and give it a look regularly.

  2. brujos videntes gratis

    I am no longer positive where you are getting your info, however great topic. I must spend some time learning much more or working out more. Thank you for fantastic info I used to be in search of this information for my mission.

  3. consulta de brujos gratis en linea

    Hey just wanted to give you a brief heads up and let you know a few of the pictures aren’t loading correctly. I’m not sure why but I think its a linking issue. I’ve tried it in two different web browsers and both show the same outcome.

  4. brujas que adivinan el futuro gratis

    Hello! Do you know if they make any plugins to help with Search Engine Optimization? I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good gains. If you know of any please share. Appreciate it!

  5. Fotografo de bodas mallorca

    I’ve been surfing online greater than 3 hours today, but I never found any interesting article like yours. It’s pretty value enough for me. In my opinion, if all webmasters and bloggers made good content material as you did, the web shall be much more helpful than ever before.

  6. amarres quito

    Perfect piece of work you have done, this site is really cool with good info .

  7. brujos de catemaco veracruz

    I am really impressed along with your writing talents and also with the layout in your weblog. Is this a paid subject matter or did you customize it yourself? Anyway keep up the excellent high quality writing, it is uncommon to see a nice weblog like this one today..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.