ლიბანში ციხიდან 70-მდე პატიმარი გაიქცა

ლიბანში, ბააბდას დასახლებაში მდებარე ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პოლიციამ რვა გაქცეული მსჯავრდებული ციხეში დააბრუნა, ხუთი პატიმარი კი მაშინ დაიღუპა, როდესაც გატაცებული მანქანით ხეს შეეჯახნენ.

დანარჩენმა პატიმრებმა მიმალვა შეძლეს.

აპრილში ლიბანის ციხეებთან აქციები გაიმართა. პატიმართა ოჯახის წევრები, საპატიმროებში კორონავირუსის გავრცელების გამო, ამნისტიას ითხოვდნენ.

მაშინ, ადგილობრივმა მთავრობამ პატიმართა ნაწილი გაათავისუფლა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.