ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ პირს შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ირაკლი ღლონტი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ამ ნაგვის გამო ღირს ვინმეს დაჭერა?

  2. ზარალა

    სროლის მეზეზი საინტერესო იქნებოდა … ცოდვები მოკითხეს თუ არ ეშვება სიშლეგეს 🙄

  3. მაკა

    რას ერჩიან ამ (პატიოსან) კაცს ნეტავ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.