ლენჯერი და მესტია სრული 24 დღე იქნება ჩაკეტილი – 3509 ტესტირება მთელ სვანეთში და 33 ინფიცირებული

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომდაბა მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება.

იგი წერს ეტაპობრივ გახსნაზეც სკოლების, ბაღების, კინოთეატრების და თეატრების:

“კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებსა და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერს 2 სექტემბრიდან”, – წერს გახარია.

შეგახსენებთ, ლენჯერი და მესტია 10 აგვისტოს დაიკეტა, მიუხედავად იმისა, რომ მთელ სვანეთში 3509 ტესტირებიდან, ვირუსი მხოლოდ 33 ადამიანს დაუდასტურდა, ლენჯერი და მესტია 2 სექტემბრამდე არ გაიხსნება და სრული 24 დღე იქნება ჩაკეტილი.

შეგახსენებთ, გარდა ვირუსისა, ბოლო თვენახევრის მანძილზე ლენჯერი იმითაც მოექცა ყურადღების ცენტრში, რომ სწორედ აქ დაიკარგა 18 ივლისს 13 წლის ილია ფილფანი!

შსს-მ დაკარგულ ილია ფილფანზე კომენტარი მხოლოდ ერთხელ, 5 აგვისტოს გააკეთა და მოგვიყვა, სად და როგორ ეძებს დაკარგულ 13 წლის ბიჭს სამაშველო სამსახური.

საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მუხლით, თუმცა, რა ვერსიები აქვს შსს-ს, რა საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა და რას აპირებს, ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ გვაქვს.

როგორც გვახსოს, წინა რამდენიმე საქმეზე შსს-მ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერმა ბრძანა, რომ მეტად უნდა იყოს ეს სისტემა გახსნილი, იმედია, პრემიერი ილია ფილფანის საქმეზეც მოითხოვს შსს-გან პასუხს.

  •  
  •  

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.