ლენინის მავზოლეუმი კორონავირუსის გამო დახურეს

მოსკოვში, წითელ მოედანზე, ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმი კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დროებით დახურეს, – იუწყება სააგენტო „როიტერსი“ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურზე დაყრდნობით.

მავზოლეუმში 1924 წლიდან ინახება ლენინის — სსრკ-ის ლიდერის, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლის — ბალზამირებული ცხედარი.

დროებით ჩაიკეტა კრემლის კედელთან მდებარე ნეკროპოლისიც, სადაც იოსებ სტალინია დაკრძალული და რომელიც ამავე სანახაობის ნაწილად ითვლება.

„ინტერფაქსის“ თანახმად, დაწესებულებების დახურვა კორონავირუსთან ბრძოლით არის ნაკარნახევი. ლენინის აკლდამა პოპულარული სანახობაა ტურისტებისთვის, ასევე, რუსი კომუნისტებისთის და ვიზიტორებისთვის ქვეყნის რეგიონებიდან.

ამ კვირაში არაერთმა მუზეუმმა შეწყვიტა მუშაობა: მოსკოვის პუშკინის მუზეუმმა, ტრეტიაკოვის გალერეამ, მოსკოვის დიდმა თეატრმა („ბოლშოიმ“) და ა.შ.

რუსეთი ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 147 შემთხვევას ადასტურებს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.