“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. გადაწყვეტილების მიხედვით,  რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას აფხაზეთის მთავრობა “ღვინო და კინო” 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის “სიმართლე აფხაზეთზე” გადაღებისთვის.

მეტრეველის თქმით, მაშინ, როდესაც კულტურის სფერო კოლაფსის წინაშეა და ხელისუფლების მხრიდან არც კი მომხდარა დარგებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების ადეკვატური შეფასება, სისტემა გულუხვობას არ იშურებს პარტიული ერთგულებისთვის. 


“პარტიული ერთგულება კი გამოიხატება იმით, რომ   გოგა ხაინდრავას ფილმს „სიმართლე აფხაზეთზე“ 200 300 ლარით „ასაჩუქრებს“. აფხაზეთის მთავრობის პასუხი ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობის მიმართ „მოთმინებასთან“ და „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და არაადეკვატურია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით. იმედს ვიტოვებთ, შესყიდვების სააგენტოს ეყოფა გონიერება და გამარტივებული შესყიდვის თაობაზე აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებას (SMP200003881) უარს ეტყვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.  ნუ გავიწყდებათ, რომ შემოსავლის გარეშეა დარჩენილი სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი და მათ წინაშე არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები კვლავინდებულად უხილავია თქვენთვის, სისტემის მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც თანამედროვე ქართული კულტურის მიმართ უკანასკნელი წლებია რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებთ. თავისუფალი ხელოვანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის ხელისუფლებისგან, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის და ასუსტებს ყოველივეს, რაც სისტემის კონტორილის მიღმაა, რაც თავისუფალი და წარმატებულია. თანამედროვე ქართულ კულტურას, რომლითაც თქვენ ასე ამაყობთ მთავრობაში, ადამიანები ქმნიან… ცოცხალი ადამიანები და თქვენი ვალდებულებაა მათ დახმარება” – აცხადებს მედეა მეტრეველი.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    xaindrava sheni defis pirshi sheca msopliom arakaco kleo mogitkan bandzo colis piri she cverebiani kleo natias da garikasgarda vera in titans isinixo kvela dedamotknuls aqeben titonac dedamiteslilebi

  2. ანონიმური

    თქვენი იდიოზური აზრები თქვენთვის შეინახეთ რა

  3. ანონიმური

    არაფრისმაქნისები თქვენა რ ხართ მევახშეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.