“ბიძინა ქველმოქმედია, მომწონს პიროვნულად, მაგრამ ჩემი საქართველო მანდ არ არის“

„ალია“ ესაუბრება, საქართველოს ყოფილი თვადაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილს, მხატვარ ნათია კიტოვანს, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება:

– პირველ რიგში, სანამ ქართულ პოლიტიკაზე გადავალ, რა ხდება რუსეთში, როგორ ერევა ქვეყანა ეპიდემიას?

-მართალი გითხრათ, მე ვცხოვრობ სოფელში აქ, ბუნებრივი კარანტინია, ტელევიზორში მეტწილად საპატრიარქო არხი მაქვს ჩართული… რაც ვიცი, ვიცი, რომ იკლებს შემთხვევები, თუმცა, ჯერ მაინც მძვინვარებს. კარგი ისაა, რომ სიკვდილიანობა შემცირდა. ვიცი ის, რომ იყიდეს ფორმულა. ადრე შეუქმნიათ იაპონელებს ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის ფორმულა, რუსებმა ეს ფორმულა იყიდეს და რუსმა მეცნიერებმა სრულყვეს და უკვე იყენებენ. მომაკვდავი პაციენტი რომ მიდის და უკეთებენ – ჯანმრთელდება. გაყიდვაში არ არის, მხოლოდ საავადმყოფოებშია.

– საქართველოში გადმოვინაცვლოთ. რა არის „ქართულ ოცნებაში“ მიუღებელი ამ 8 წლის გადასახედიდან?

– მიუღებელი თემები დააკანონეს, ანტიდისკრიმინაციული კანონი, მიგრანტთა უსაზღვრო რაოდენობით შემოსვლა ქვეყანაში, გარეჯის თემა, რომელიც საზოგადოების აქტიურობის შედეგად შეიცვალა და საპატრიარქომ ძალიან პრინციპული ხალხი ჩართო კომისიაში. საშინელება ვნახეთ, ქართველი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს ქართულ მიწაზე არ უშვებდნენ. დაბრუნდება ჩიჩხუტურიც, უდაბნოც – ყველაფერი რაც საქართველოსია, რაც ხელმოწერილია, ყველა ეს დოკუმენტი აქვს პატრიარქს და პატრიარქი უდგას ახლა სათავეში, ამიტომ არავის დაანებებს – ჩემთვის პატრიარქი ყველაზე ეროვნული და პატრიოტი ადამიანია და არ დაუშვებს იმას, რომ ვინმემ რამე დათმოს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად გადაწყდება.

– სენატორების და ევროპარლამენტარების მოწოდებები, განცხადებები, წერილები ვნახეთ, დოკუმენტიც, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერადაა მოხსენიებული…

– ჩემთვის ეს არის მიუღებელი კონგრესმენებისგან, როგორ შეიძლება ადამიანზე ისაუბრო ფაქტების გარეშე? დადონ ფაქტი, სადაც პირდაპირ იქნება იმის მტკიცებულება, რომ ივანიშვილის პუტინის კაცია და რამეს მის სასარგებლოდ აკეთებს, თუ არადა, ეს არის ჭორაობა და ასეთი ადამიანების არც განცხადება, არც სტატუსი არაფერს ნიშნავს. მე მგონია, რომ ისინი მაინც არიან ნაცების ლობისტების დამუშავებული ხალხი. არსებობს ეს ძლიერი, ლობისტური ჯგუფები და საკმაოდ კარგად მუშაობენ. დიდი ფული შეარჩინა ბიძინამ ნაცებს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, იმის მაგიერ, რომ გაესამართლებინათ, საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს და ისევ ძალიან დიდ ფულში არიან და იმის შესაძლებლობაც აქვთ, რომ უმტრონ ქვეყანას. ჩემთვის „ოცნება“ მისაღები ძალაა თავისთავად, თავისუფლებაა ქვეყანაში, შიში გაქრა, სიტყვის თავისუფლებაა სრულადაა დაცული და უსაფრთხო გარემოა. თუმცა, არ ვენდობი  და ხმას აღარასოდეს მივცემ „ქართულ ოცნებას“ – დანიშნეს სასამართლოში მურუსიძე, რომელიც უსამართლოდ სვამდა ციხეში, მერე იმ ადამიანებს აწამებდნენ იქ და ბევრი ცოცხალიც ვერ გამოვიდა, კოჰაბიტაცია გააკეთა დამნაშავე ძალასთან – ამით გვითხრა, რომ თურმე, ყველაფერი მოსულა… მთელ მაგათ მოღვაწეობას, იმ სამეგრელოს კასრებს, გადაასხა ბენზინი და დაწვა – წაშალა მაგათი დანაშაულის კვალი და ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია, ხმას არ მივცემ პრინციპულად.

– თავის დროზე ხომ მიეცით ხმა?

– კი, 2012 წელს, ხმა მივეცი კი არა, რუსეთში ვიყავი და ჩავედი აქედან, რომ ხმა მიმეცა.

– 2016 წელს?

– არა, უკვე აღარ მიმიცია ხმა, უკვე კოჰაბიტაცია იყო დაწყებული და ჩავთვალე, რომ მე გადამაგდეს, მე რაც  მინდოდა, ის არ შეასრულეს. მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ისეთ რაღაცებს ითვალისწინებს, რაც ჩემთვის ასევე მიუღებელია, იგივე 17 მაისი, ლგბტ თემის გაპიარება, სკოლის პროგრამებში ამის შეტანა…

– ვის მისცემთ ხმას ამ არჩევნებზე?

– არავის არ მივცემ ხმას… „ქართული იდეა“ მომწონს, ლევან ჩაჩუა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ…

– მაგრამ?

– თვითონ კარგი ბიჭია, მაგრამ ახალგაზრდული ფრთა აქვს ისეთი რადიკალური, სრულიად მიუღებელია. ლევან ჩაჩუა და ბიძინა რომ იყვნენ ერთად, ერთმანეთს დააბალანსებდნენ, მაგათი ერთად ყოფნა მეტ იმედს მომცემდა, ცალკე აღებული არ ვიცი.

– „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ბოკერიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა და არ იქნა მხარდაჭერილი, უნდა დაეჭირა თუ არა „ოცნებას“ მხარი?

– „პატრიოტთა ალიანსის“ ძალიან გამიკვირდა, რომ პარლამენტში  შეიტანეს ეს წინადადება, პარლამენტის საცნობი არ არის პოლიტიკური ძალის კრიმინალად აღიარება, ეს სასამართლოს საქმეა, ეს უკვე არასწორია, რა შუაშია პარლამენტის რაღაც დადგენილება? „პატრიოტთა ალიანსს“ უნდა მოეთხოვა პროკურატურის თაროებზე შემოწყობილი საქმეების გამოძიება და უნდა მომხდარიყო ზეწოლა პროკურატურაზე, რომ სისტემური დანაშაულებები შეესწავლათ და ამ კრიმინალური საქმიანობის შესწავლის შემდეგ, დაიდებოდა დასკვნა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო ტერორი, ეს იყო სისტემური დანაშაული. თალაკვაძის და მდინარაძის მიღებული დადგენილება არის ჭორაობის დონე. მე ძალიან გამიკვირდა, ეს უფრო ჰგავდა თამაშს, ვიდრე საქმის გაკეთებას და დავკარგე „პატრიოტთა ალიანსის“ ნდობაც. მიეღოთ აქტი, რომლის თანახმადაც ამდენი გაუპატიურებული, ნაწამები, მოკლული ადამიანების საქმეები ყოფილიყო გამოძიებული, სახელმწიფოს კეთილი ნება უნდოდა ამის გამოძიებას, შეაჩერეს… ამიტომაც არავის აღარ ვენდობი.

– ამბობენ, რომ შეიძლება „ევროპული საქართველო“ და „ოცნება“ კოალიციაში ვიხილოთ.

– თუ კოალიციაში მოვლენ, ის ხალხი, ვინც ვიბრძოდით და მართლა 9 წელი ვიდექით ქუჩაში,   მართლა ისევ გამოვალთ და ის ნაწილიც, რომელიც ამართლებს ყველაფერში, ისინიც ვეღარ გაამართლებენ, ეს იქნება მართლა სულში ჩაფურთხება. ვისაც უნდა დავიწყება, დაივიწყოს, მეც შეიძლება ვაპატიო, მაგრამ ქვეყნის იმიჯი ზარალდება, რა ქვეყანა გამოვდივართ? კრიმინალური ბანდა იქნება ხელისუფლებაში?  ერთი ადამიანიც რომ დადგეს ქუჩაში, მეც ქუჩაში დავდგები. ძველი გვარდია არ დაუშვებს ამას.

– უკვე ლამის მითებია ეროვნული გვარდია, აღარ ჩანს…

– აღარ სჩანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ არ არის, როგორც მე, მაგალითად… რაღაცა ნაპერწკალი დასჭირდება და აინთება, მერე მართლა ყველას ყველაფერი მოეთხოვება. ბოკერიასთან თუ ივანიშვილი კოალიციას შექმნას გაბედავს, ეს შეიძლება იყოს ის ნაპერწკალი. 

– რატომ ჩამოიშორა ძველი გვარდია ივანიშვილმა?

– ივანიშვილისთვის ნაცები არ არიან უცხო ხალხი, ივანიშვლთან კონსულტაციებზე დადიოდნენ ბოკერია, სააკაშვილი, უყვარს ისინი ბიძინას, არ არის მათთვის უცხო… აპატია, იმიტომ რომ მაგისი ხალხია და აღარ უნდა ეს ზედმეტად ამდენი საყვედურის მოსმენა, რომ კოჰაბიტაცია ცუდია. არ სჭირდება ამის მოსმენა, რადგან, ეს გადაწყვეტილება მან უკვე მიიღო.

– პირველად როდის მიხვდით, რომ კოჰაბიტაციის გადაწყვეტილება მიიღო?

– ძალიან მალე, მოსვლიდან რამდენიმე თვეში, დათო ბაქრაძის და ივანიშვილის შეხვედრა იყო, შეხვდნენ და უცებ ვიგრძენი, რომ აი, იქ მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს ყველაფერი დალაგდა და ეტყობა გადანაწილდა ფული და ბიზნესი. სააკაშვილს თავისი როლი დაეკისრა, კარგად ჰყავთ, მშვენივრად ცხოვრობს, სააკაშვილს თავისი პატრონებიც ჰყავს დასავლეთში …

– თუმცა რაღაცა პერიოდი ჰგავდა სააკაშვილი უპატრონოს,  პასპორტი არ ჰქონდა, ამერიკაში ცუდად დახვდნენ… იყო ასეთი პერიოდიც…

 – რაღაცა პერიოდი შეიძლება ხო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ ვართ უპატრონოები, თორემ, ყველა კარგად არის და ყველას პატრონი ჰყავს.

– ივანიშვილი რომ მოდიოდა, არ გეგონათ, რომ ქვეყანას ეკონომიურადაც ეშველებოდა?

– როგორ არა, ძალიან დიდი წინსვლისთვის ვემზადებოდი, როგორც კი დავინახე  რომ ბიძინამ იმ საზოგადოების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მართლა ცხრა წელი იბრძოდა და კოჰაბიტაციის გზით წავიდა, მანდ გაჩერდა ქვეყნის განვითარება. საზოგადოების ენერგეტიკაც მოქმედებს წინსვლაზე, შეძახილი მაგალითად, ოღონდ, არც ყველაფერზე გაბრაზებული და არც ყველაფრის გამმართლებელი შეძახილი, მართლა გულიდან ამოსული. ჩვენი საზოგადოებაც რაღაცნაირია, იმის მაგივრად, რომ ერთნაირად მოვითხოვოთ რეალურ საკითხებზე რეაგირება, ერთი ნაწილი გაბრაზებულია და მეორე ნაწილი აღტაცებული… რამეს თუ იტყვიო, ან ბიძინისტი მოგახტება, ან ზვიადისტი, ან მიშისტი და გქოლავენ.

 ბიძინა მართლა ქველმოქმედია, მართლა საშვილიშვილო საქმეებს აკეთებს. ამ კაცს როგორც შეუძლია, ისე უყვარს ქვეყანა, ძალიან მომწონს პიროვნულად, მაგრამ ჩემი საქართველო მანდ არ არის. არც თავზეხელაღებული გარყვნილების პროპაგანდა მომწონს, არც ნარკოტიკის პროპაგანდა – დაღუპვის სერიოზულ ნიშნებს ვხედავ. მორალურ მხარეს არ ექცევა ყურადღება… მიგრანტების უსაზღვროდ შემოდინებას ხელი მოაწერა ქართველი ხალხის ზურგსუკან, ეს ძალიან ცუდი ფაქტია და მასეთ ადამიანს ნამდვილად აღარ ავირჩევ, ყველაფერს რასაც აკეთებს, პარკები, იპოდრომი, სამება – საშვილიშვილო საქმეს აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ ასევე საშვილიშვილოდ იღუპება ახალგაზრდები.

თამო კეშელავა, ალია №23

  •  
  •  

კომენტარი

  1. k

    საბრალო, რა მამა ჰყავს და რა კუმირი სიგუას სახით. თვითონაც ადეკვატურია უსაშველოდ.

    1. ანონიმური

      ამის საქართველო აქ არ არის ამის საქართველო 90- , იანებია,როცა მოღალატე, ქვეყნის დამაქცევარი მამამისი დათარეშობდა.

  2. ანონიმური

    ფუი შენი,დაიკარგე შენ კრიმინალ სამშობლოს ამომგდებ მამასთან ერთად,

    1. Status quo

      სამარცხვინო მამა გყავს, თუ გესმის, რისაც არ მჯერა. მამამ აგღზარდა მცდარი იდეალებით. გამსახურდიაზე გეუბნებოდა, ალბათ, მოღალატეაო, მაგრამ სინამდვილეში თვითონ იყო მოღალატე. სიამოვნებით მოვკლავდი მამაშენს, დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს და კიდევ ერთიორს, ვინც სამშობლო გაანიორწყლა. დღესაც კი ვიმკით შედეგებს. მე შენს ადგილას შემრცხვებოდა და თავს ვერსად გამოვყოფდი, ქალო. იმიტომ, რომ საქართველოს ის დღეები არ გადაეტანა. აფხაზეთი რომ არ დაგვეკარგა.

  3. ანონიმური

    თქვენი ოჯახის საქართველო საიქიოში—ჟოჟოხეთშია)))))

  4. ანონიმური

    კი ბიძინა დიდი ქველმოქმედია,როცა წავა ,დატოვებს ამ ქვეყანას,მადლიერი შთამომავლობა მის შექმნილ დენდროლოგიურ პარკში მავზოლეუმს აუშენებს,ისე როგორც ლენინს,იმიტომ,რომ ბიძინა უკვდავია ლენინივით.მამაშენიც “დიდი პატრიოტია”,და იქნებ ერმა იმ მავზოლეუმის კუთხეში სადმე მიუჩინოს ადგილი.სულ რომ გვახსოვდეს ქართველებს,ვის არ უნდა დაემსგავსონ ჩვენი შვილები!

    1. ანონიმური

      მრცხვენია თქვენი კომენტარების წაკითხვისას. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ისევ სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ბოკერია-რურუა-ახალაიების სისხლიანი ნაცრეჟიმის წიხლქვეშ იქნებოდით ქართველი ხალხი…
      შეიძლება აღარც იქნებოდით უმეტესობა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო საერთო სასაფლაოში იქნებოდით ჩაფლული…
      სააკაშვილის რეჟიმმა ჩარეცხა ყველა მეცნიერი, მათ შორის ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე… ვინ გადაგარჩენდათ? კეზერაშვილი და ნიკა გვარამია?
      ვაი თქვენს პატრონს უბედურს…

  5. ანონიმური

    მამაშენსაც ძაღლი მიაკვდა სულში, სიგუასაც, შევარდნაძესაც და ბიძინას ხომ მიაკვდა და მიაკვდა, როცა იქნება! სოხუმელი.

  6. ანონიმური

    ბიძინას თუ ძაღლმა მიაკვდა და ყველას მაშინ სააკაშვილმა შესცა შენ და შენს მოდგმას.

    1. რას გვიშვება ეს სააკაშვილი!

      სადო-მაზო გყვარებია, შენც არ მოგაკლდეს. ბიძოს გულისთვის როგორ აგინებ ადამიანს?

  7. ანონიმური

    ქალბატონო,უკაცრავად,90 – იან წლებზე რას იტყვით, მოგწონდათ რაც ხდებოდა?

    1. ნათია კიტოვანი

      არა, საშინლად არ მომწონდა, პრეზიდენტს არ უნდა დაეშვა, ქვეყანაში ასეთი რამე მომხდარიყო. მაგან კი ავტომატების ჟღარუნი ატეხა სკამის დასაცავად. ამართლებთ პრეზიდენტის საქციელს? გადამდგარიყო და არჩევნები დაენიშნა და მოსულიყო ისევ, თუ აირჩევდნეე. ასე არ ჯობდა?

  8. ანონიმური

    qvelmoqmedia imitom rom sazgvargaret gadasaxadebisgan gantavisupldes vinc aricit caikitxet da gaigebt kvela miliardeli qvelmoqmedebs magito brokvebo

  9. ანონიმური

    მთელ მსოფლიოში მარტო შენ ხარ ჭკვიანი,ვაი შენს პატრონს!

  10. ანონიმური

    bidzinistoba argcxvenia ? anu satanistoba

  11. ანონიმური

    სამარცხვინო და მკვლელი მამა გყავს! გცხვენოდეᲗ მᲗელს Თქვენ საგვარეულოს, საქარᲗველოს მკბენარე გველი ჰყავს მამაᲨენის სახიᲗ და Შენც არა ხარ ნაკლები სიგუაც რომ საპატივცემულო პიროვნებად მიგაᲩნია. Თქვენ არ მიგიᲦოᲗ ქარᲗულმა მიწამ!!!

  12. ანონიმური

    rodissssssss

  13. ელენე

    სხვა რესპოდენტი ვერ მოძებნეთ? დაილია საინტერესო ადამიანები? ამ მოღალატეების და მავნებლების აზრები ვის რაში ჭირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.