“ლაშა სვანი” გაათავისუფლეს და იმავე დღესვე ისევ დააკავეს”

ლაშა ჯაჭვლიანს კრიმინალურ წრეებში „ლაშა სვანის“ სახელით იცნობენ. 46 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ გუშინ კიევის საემეგრაციო იზოლატორიდან გაათავისუფლეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის იმავე დღეს კვლავ დააპატიმრა.

„ლაშა სვანი“ კიევში 2019 წლის ნოემბერში აიყვანეს და მას შემდეგ საემიგრაციო იზოლატორში იმყოფებოდა, ვინაიდან მის ექსტრადირებას მძიმე დანაშაულის გამო იტალია ითხოვდა. სასამართლომ ექსტრადაციის შესახებ შუამდგომობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ჯაჭვლიანი იზოლატორიდან გათავისუფლდა.

ამჯერად, რა საფუძვლით მოხდა მისი დაკავება დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინაში აქტიურტად იყო ჩართული კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებასა და საქმიანობაში.

მან „კანონიერ ქურდის“ სტატუსი 1995 წელს, 21 წლის ასაკში მიიღო. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და უკრაინაში.

გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.