ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე, ერთერთი ჩინური ვაქცინაა – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთერთი ჩინური ვაქცინაა.

როგორც ცერცვაძე ამბობს, მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. მისივე განმარტებით, ჩინეთში კორონავირუსის ვაქცინაზე დიდი ხანია მუშაობენ, ამიტომ მისი თქმით, “ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”:

“ლაპარაკია, ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან – AstraZeneca-სა და ერთერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალი.

ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”,-ამბობს ცერცვაძე.

რაც შეეხება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    უუხ თქვენი…იმიტომ ააგორეთ ანტივაქცინის კამპანია ერმა და ბერმა,რომ წესიერი ვაქცინის საყიდელი ფული შეჭამეთ?(მილიონნახევრიანი ბინა რომ ეყიდა იმ ჩიტირეკია იმნაძეს თავისი ხელფასით,120წელი უნდა ემუშავა),მაგ.ჩინელებმა მარტო ერთი ქალაქი,11მლნ.მოსახლეობით,ჩაკეტეს,ტოტალური ლოქდაუნი გამოაცხადეს და მათი ვაქცინა რომ ვარგოდეს,საჭირო გახდებოდა ეს აქტი?,ეს ბატონი ,ზემოთ რომ წერს ,ვერ შევინახავთ-70გრადუსზეო,რაიონებს და რეგიონებს არ ექნებათ ასეთი საცავის რეაურსიო,იყიდეთ ვაქცინა და დედაქალაში მოაწყეთ საყოველთაო აცრის ცენტრი.მთელი საქართველოს მოსახლეობა ჩამოვა და აიცრება განრიგის მიხედვით.რა აუცილებელია მესტიაში ან გურჯაანში დაიდგას ყინულის საცავები.ერთი გააკეთეთ და აქტიურად მუშა!!!არ აიცრათ ჩინური ვაქცინით,ცივილიზებული სამყარო არ სცნობს ამ ვაქცინას,იმიტომ,რომ არც ჩინელები ამხელენ,როგორ და რა ფორმულითაა გაკეთებული.

  2. ანონიმური

    Ესენი რომ ყველაზე დაბალ ფასიან, შესაბამისად დაბალხარისხიან ჩინურ ვაქცინას, შეიძლება რუსულსაც, შემოიტანდნენ, თავიდანვე ეტყობოდათ. Რაც ამათ ფული აკეთეს პანდემიის დროს ბიუჯეტის ხარჯზე, ნორმალურ ვაქცინას კი არა,უკვე მის შესანახ მაცივრების ყიდვას არ ეყოფა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.