“ლამაზქალაქელი დომენიკოსავით, სიყვარულით, მზით და უთქმელი სევდით სავსე”

ჟურნალისტი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის ყოფილი დირექტორი, მედეა ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, ზაზა ხალვაშის ფოტოს აზიარებს და წერს:

შეგახსენებთ, რეჟისორი, ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ზაზ… ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ შენზე წარსულ დროში ვისაუბრებდი… რაც თავი მახსოვს… სულ მახსოვხარ… ლამაზქალაქელი დომენიკოსავით… რაღაცნაირი სევდით… ვმეგობრობდით… საოცრად ყურადღებიანი, მზრუნველი, ინტელიგენტური, თავმდაბალი, თბილი ადამიანი იყავი… არაჩვეულებრივი ქალაქელი, ნაღდი ბათუმელი, ღირსეული შემოქმედი სიყვარულით, მზით და უთქმელი სევდით სავსე💖

ფილმში რომ მიმიწვიე, სიხარულით გული მიფრიალებდა…რომ იცოდე, რა ბედნიერი ვიყავი გადაღებებზე და განა მარტო მე!? ყველანი… ხომ მოგაცემინეთ პირობა – ახალ ფილმში გადაგიღებთო… მთელი დღეა გულგაგლეჯილი ვარ… ყოველი მეორე პოსტი ჩემს კედელზე შენს შესახებაა – შენი კაცობის, სიყვარულის, ნიჭიერების ამბები კრიალოსანივით ჩამოიმარცვლა…

ზაზ, ხომ ამბობდი ფილმი “ლოტო” ბათუმურ წვიმაზე, ჩვენს ბავშვობასა და ფერად სიყვარულზეაო…რა გადაიტანს უშენობის სევდას, ჩვენს შავ-თეთრ ფილმს დაზოლილი კადრებივით რომ შემორჩება… რა გადაიტანს გადასაღები მოედნის მონატრებას?! რა გადაიტანს შენს ომახიან “გადაღებულიას” სადღაც უსასრულობაში ჩაკარგულს!? რა გადაიტანს შენს ვერდაბრუნებას, სადღაც მარადისობაში გადასულს!? რა გადაიტანს შენს უსაშველო მონატრებას – უკანასკნელი ფოთოლივით ჩვენს სულში ჩაკარგულს!? რა გადაიტანს ნინოს ხილვას – ფრთამოტეხილს და სიყვარულის ცრემლით გულგაბზარულს💔💔💔და მაინც როგორ გვიღალატე, ზაზ, რა დამანგრევლად წახვედი და არც ვიცოდი, – როგორ მყვარებიხარ… და მარტო მეე!?. მთელ საქართველოს💥💥💥 ვერაფერს გეტყვი, ზაზ, ერთი ვიცი მხოლოდ, მეგობარო: მშვიდობით – არა.. ნახვამდის”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.