კოქტეილი, რომლითაც ტრამპი 3 დღეში გამოჯანმრთელდა – “მძიმე ფორმა ჰქონდა, ჟანგბადი სჭირდებოდა”

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს რევოლუციურ მკურნალობის მეთოდზე, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ცერცვაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რომ იყო ცნობა, ტრამპს გადაუსხეს ფირმა „რეგენერონის“ მიერ წარმოებული კოქტეილი, რომელიც შეიცავდა ორ სხვადასხვა ტიპის მონოკლონურ ანტისხეულებს.

სავარაუდოდ ამ მონოკლონურმაანტისხეულებმა და ნაკლებად  რემდესივირმა განაპირობა ტრამპის სწრაფი გაჯანმრთელება. სამ დღეში არ გაჯანმრთელებულა, ვირუსს არ დაუტოვებია ორგანიზმი, ის კლინიკურად კარგად გახდა. ასეთი შემთხვევები ნუ გაგვიკვირდება, ჩვენთან სამ დღეში და ერთ დღეშიც გამხდარა კარგად ადამიანი.

მაგრამ ტრამპს მძიმე ფორმა ჰქონდა, ჟანგბადი სჭირდებოდა და ჟანგბადდამოკიდებულისთვის სამ დღეში თუნდაც კლინიკურად კარგად გახდომა, რა თქმა უნდა, კარგი შედეგია.

თუ მონოკლონურმა ანტისხეულებმა გაამართლეს ეს არის რევოლუციური გარღვევა მკურნალობაში, უფრო მეტი ვიდრე რემდესივირი, პრაქტიკულად ეს საკითხის გადაწყვეტა იქნება“

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    მარჩიელები ხართ ჯერჯერობით ყველაფერში.

  2. ანონიმური

    ამან კაკულიას კი აჯობა, მაგრამ მეტს ვეღარ მოასწებს, გასაგები მიზეზის გამო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.