კორონავირუსს ახალი, აქამდე უცნობი სიმპტომი აღმოაჩნდა

კორონავირუსის სიმპტომების კვლევისას ჯონ ჰოპკინსისა და ბლუმბერგის სახელობის ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოვიდ-19-ის საშუალო საინკუბაციო პერიოდი 5 დღეა, თუმცა დაინფიცირებულთა 97.5%-ს სიმპტომები დაახლოებით მეტორმეტე დღეს უვლინდებათ, რაც ამართლებს 14 დღიან საკარანტინო პერიოდს. ამასთან, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, მნიშვნელოვანი სიმპტომიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა „საიენს დეილი” იუწყება.

აღსანიშნავია, რომ 10 000 შესწავლილი დაავადებულიდან მხოლოდ 101-ს გამოუვლინდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოგვიანებით, საინკუბაციო პერიოდის გავლის შემდეგ.

„ხელისაწვდომი მონაცემების კვლევის საფუძველზე, ამჟამინდელი რეკომენდაცია, რომელიც 14-დღიან კარანტინს გულისხმობს, სწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი უფრო დიდ ხანს გრძელდება”, – ამის შესახებ სამეცნუიერო სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის, ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტმა, ჯასტინ ლესსლერმა განაცხადა.

გარდა ამისა, მეცნიერები საუბრობენ ახალ სიმპტომებზე, რომელმაც კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობის კვლევისას იჩინა თავი.

კერძოდ, ბრიტანელი და გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, კორო0ნავირუსით ბოლო პერიოდში დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ, განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ გემოვნების რეცეპტორებთან და ყნოსვასთან დაკავშირებით.

კვლევის თანახმად, დაავადებულებს ანოსმია ან, ზოგ შემთხვევაში ჰიპოსმია დაემართათ, რაც ყნოსვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვას გულისხმობს.

გერმანელი, სამხრეთ კორეელი, ჩინელი და იტალიელი სპეციალისტების მტკიცების, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა დიდ ნაწილს ყნოსვასთან შეექმნათ პრობლემები – ყნოსვა დაკარგეს მთლიანად ან ნაწილობრივ.

მაგალითად, გერმანიაში მსგავსი პრობლემა 3-დან 2 კორონავირუსით დაავადებულს აქვს. მაგრამ სამხრეთ კორეაში, სადაც უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტების 30%-ის მთავარი სიმპტომი, სწორედ ყნოსვის დაკარგვა იყო.

ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგიის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ზოგ შემთხვევასი, კორონავირუსით დაავადებული პირს ყნოსვის დაკარგვის გარდა სხვა დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. მათივე აზრით, ყნოსვადაკარგულების იზოლაცია 7 დღით შეამცირებდა დაავადების გავრცელებას უფრო მეტად.

შესაბამისად, კორონავირუსის სიმპტომებს – მაღალ სიცხეს, მშრალ ან ნაწილობრივ სველ ხველებას, სუნთქვის გაუარესებას (ქოშინი), დაღლას, მოთენთილობას, გულ-მკერდის არეშე სიმძიმეს, თავის ტკივილს, სისხლიანი ნახველის გამოყოფას, დიარეას, გულისრევის შეგრძნებას და გახშირებულ გულისცემას გემოს რეცეპტორების დაქვეითება და ყნოსვის დაკარგვაც დაემატა.

თუმცა, მსგავსი ვარაუდი ახალ სიმპტომებთან დაკავშირებით გერმანელმა მეცნიერებმა გამოთქვეს – გერმანელმა ვირუსოლოგმა, ჰენდრიკ სტრიკმა, რომელიც ბონნის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასთან არსებული ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია, კოლეგებთან ერთად ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი დაავადებული მდგომარეობის კვლევისას 2/3 დაკარგული ჰქონდა ყნოსვა ნაწილობრივ ან მთლიადან და ვერ გრძნობდა გემოებს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.