“კორონავირუსის წამალი გვაქვს და 11 ივნისიდან ყველა კლინიკას მიეწოდება” – რუსეთი

რუსეთის მიერ მიღებული ანტიკორონავირუსული პრეპარატით უახლოეს ხანებში ქვეყნის საავადმყოფოების უმრავლესობა იქნება მომარაგებული. რუსეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, პირველი პარტია წამლებისა სამედიცინო დაწესებულებებს უკვე 11 ივნისიდან მიეწოდებათ. რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოცდებმა წამლების ეფექტურობა დაადასტურა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შაბათს, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების პრეპარატი, ავიფავირი, რომელიც იაპონური წამლის, ფავიპირავირი-ს რუსული ვერსიაა მიწოდებული იქნება სამედიცინო უწყებებისთვის და სრულად დაკმაყოფილდება რუსეთში ამ პრეპარატზე მოთხოვნა, რომელიც გრიპის ყველაზე მძიმე ფორმების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებადაა „მონათლული“.

„ის შემუშავებული და უკვე შემოწმებულია რუსეთში მიმდინარე კლინიკური ცდების შედეგად, რომლის შემოწმება და მისი ეფექტურობის განსაზღვრა ძალზე მცირე დროში მოესწრო, იგი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური საშუალებაა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ“ – განაცხადა კირილ დმიტრიევმა, რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ის კაი ხანია გამოიყენება,მისი ანალოგი. გვამცნეს სენსაცია.

  2. ანონიმური

    Россия Родина слонов.

  3. Kaxa

    Hven I dmebi gaixare t rusebo jigrebi xart. Gvehvelaaa. Viva putins.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.