კორონავირუსის სხვისთვის გადადება 1-7 წლამდე პატიმრობით ისჯება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ინფექციური დაავადების სხვისთვის გადადება დასჯადია და რიგ სანქციებს ითვალისწინებს, კანონის კარგად წაკითხვის შემთხვევაში, ბევრი საჯარო მოხელე გაგვახსენდება, რომლის ქცევა, ან განცხადება, ან ინფორმაციის დამალვა, სწორედ, ამ არსებული კანონით ისჯება:

1.მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა

1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, – ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე .

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 248. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა

სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, “ალიას” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელია ინფიცირებული, მათ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ (საუბარია თანამშრომლებზე, რომლებიც დიდი დარბაზში სხვა ოპერატორებთან ერთად და შეხვედრები აქვთ დღეში ასამდე ბენეფიციართან, ამ განყოფილების ბენეფიციარები კი უმეტესობა ავადაა, ქრონიკული, ან სხვა დაავადებით, ან ოჯახში ჰყავს დაავადებული ადამიანი). მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო არათუ ფაქტს არ ასაჯაროებს, თანამშრომლები არ დაუტესტავს, არ დაუკეტავს დროებით შენობა და არ ჩაუტარებია დეზინფექცია, არ გადაუყვანია განყოფილება ამ დრომდე ონლაინ რეჟიმზე, ისევ იღებს ბენეფიციარებს, ისე, რომ ამ დრომდე დადგენილი არა აქვს, გადაედო თუ არა ინიცირებულებიდან მის რომელიმე თანამშრომელს, ან ხომ არ გადასდეს რომელიმე ბენეფიციარს ვირუსი.

კანონის რომელი მუხლით ისჯება ჯანდაცვის მინისტრის ქცევა, ერთით, თუ ყველა მუხლით ერთად – თქვენ განსაზღვრეთ!

  •  
  •  

14 Comments

  1. ანონიმური

    ერთი შეხედე, რაა, თვითონვე ეშინია!

  2. ანონიმური

    ეგრეთ წოდებულს, ზემოთ აღნიშნულის გარეშე, მარტო “გამოხედვისთვის” ეკუთვნის 10 წლიანი სროკი!.მაგის მომთრევიც მისაყოლებელია ზედ.

  3. :((

    რა ხდება ვერ გავიგე??

  4. siropias gogo

    amaze meti sahihi vinaa sunelivit ikureba uehveli virusi ak axlave heatriet bokshi gaxadet daabit da ixmaret kvela dirkahi virusi ro gamoidevnos bidzinia hen dedas davajvi saplavze amgenis motrevistvis hevtxare hen maxinj cols

    1. ანონიმური

      თქვენ,ამ სიტყვების დამწერი, ქალი ხართ?

  5. ანონიმური

    tqve mad dgagaselat bizinam ra patimroba ris patimroba ogondac xalxi hamoihorot da yvelaferze wamsvlelebi xart

  6. Imereli

    ისე ჯანდაცვა კი დააყენა ძმაო ამ ქალმა ფეხზე….აი საღოლ რაა. ვაი ჩვენს პატრონს ამათ ხელში. და კიდეც გვაქვს ვაიც და უიც.

  7. ანონიმური

    Alia.ge ნორმალურ ავეყანაში რომ ვცხოვრობდეთ სადაც კანონს ფასი აქვს დასახურები ხართ და კარგი გევარიანი ჯარიმა უნდა აგაკრან თან შუბლზე ამ უაზრო სათაურისთვის და უაზრო ინფორმაციის გავრცელებისთვის

  8. ანონიმური

    ხოდა ძალიანაც აკრგი

  9. ანონიმური

    ყველა მეტი სიფრთხილით იქნება ასე ჯობს

  10. ანონიმური

    ბატი ტასიკო)))

  11. მედეა

    ზალკალიანი არ გაყიდის, შენი ზეობის დროსაა გაყიდული ბევრი რამ, გ ა ჩ უ მ დ ი! სხვისი გინებითა და დამცირებით–ვერ ამაღლდები!

  12. Geo

    :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  13. Stephencip

    viagra coupon buying viagra online viagra without a doctor prescription usa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.