კორონავირუსის სიმპტომებით, ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი თბილისში გადმოიყვანეს

ახალგაზრდა ქალი, რომელიც მაღალი ტემპერატურით ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გუშინ, 8 მარტს შეიყვანეს, დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

პაციენტს კორონავორუსზე ანალიზები გაუკეთდება. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტი მათთან ბაკურიანიდან შეიყვანეს.

30 წლამდე ასაკის ქალი იტალიიდან საქართველოში 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერატურის მატება კი ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო. იგი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.