კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა

კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა. ეს არის ქათმის გრიპი – H5N1. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ეპიდემიის ეპიცენტრი გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია.

ეპიდემიის ეპიცენტრი გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია. ერთ-ერთ ფერმაში 4500-მდე შინაური ფრინველი დაავადდა და დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით პროვინციაში 18 ათასამდე ქათამი გაანადგურა.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, H5N1-ის ვირუსით ადამიანების ინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.