კორონავირუსის გამო, ჩინეთში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

პეკინში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა. ჩინეთის დედაქალაქში საახალწლო მზადება 25 იანვარს უნდა დაგვირგვინებული თუმცა ხელისუფლებამ მათი უმეტესობა გააუქმა.

BBC-ს ცნობით გაუქმდა ფესტივალები და ბაზრობები, რომლებიც ტრადიციულად ტაძრებში იმართება. გარდა ამისა, 25 იანვრიდან დაიკეტება „აკრძალული ქალაქი“ – კომპლექსი, რომელიც პეკინის ცენტრში მდებარეობს და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

ამ ეტაპზე ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსით დაავადების 830 ფაქტია დააფიქსირა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 25-ს მიაღწია.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.