კორონავირუსით 34-ე ინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს, 29 სექტემბერს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 34 პაციენტია გარდაცვლილი.

დღეს ეს უკვე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 კი, გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 5866 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2324 გამოჯანმრთელებულია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.