კორონავირუსით საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გელა ჯანელიძე გარდაიცვალა

65 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ჯანელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„65 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გელა ჯანელიძე. სამწუხაროდ იგი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს“. – ნათქვამია განცხადებაში.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.