კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ნაყოფს საფრთხე ემუქრება?

დღეს ბოლნისიდან შემოყვანილია 22 კვირის ორსული, 25 წლის ქალი, რომელმაც აზერბაიჯანის საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი ორსული ბოლნისის მცხოვრებია.

„ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და სწრაფი ტესტით დადგინდა კორონავირუსი. გადმოყვანილია ჩვენთან. ამჟამად მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ წუთში ტემპერატურა არ აქვს, შემოსვლის დროს 37,1 ჰქონდა ტემპერატურა. ფილტვებში მოსმენით შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც საჭიროდ ჩაითვალა კომპიუტერული კვლევის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ორსულია. საერთო მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის. ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესაძლოა საფრთხე დაემუქროს“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.