კორონავირუსით გარდაცვლილები სამხედრო მანქანებით გადაყავთ – უმძიმესი კადრები იტალიიდან (ფოტო-ვიდეო)

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო იტალიის ქალაქ ბერგამოდან, სადაც ასახულია უმძიმესი სანახაობა – სამხედრო მანქანებით კორონავირუსით გარდაცვლილები გაყავთ კრემაციისთვის.

შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, ჯამში, თითქმის 3 ათასს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Covid-19-ით 475 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 713 შემთხვევა, ინფიცირებულთაგან 4 000 განიკურნა.

იტალია 10 მარტიდან კარანტინშია, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შეკავებას ცდილობს. ადამიანებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

blob:https://video.corriere.it/023b5b97-a839-424e-aedb-cbe50c23c4ea

blob:https://video.corriere.it/cc7f7651-6e1e-4d6e-a70e-bb7d00ff854d

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.