კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობდა

ნიუ-იორკში ექიმი, რომელიც პაციენტებს კორონავირუსისგან კურნავდა, დაინფიცირდა და საავადმყოფოში მოთავსებიდან 1 კვირაში გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებისთვის დამცავი აღჭურვილობის რესურსი თანდათან მცირდება, ეს ნერვიულობის საბაბს ნამდვილად იძლევა, – წერს nbcnewyork-ი. კისო ჯორდან კელი Mount Sinais-ს საავადმყოფოში მუშაობდა.

ის 17 მარტს სამკურნალოდ დააწვინეს და სამშაბათს გარდაიცვალა. სინაი 40 წლის იყო. თანამშრომლები მას თანაგრძნობით აღსავსე და ღირსეულ ადამიანად ახასიათებენ.

„ჩვენ ძალიან ვწუხვართ ჩვენი საყვარელი ექიმის გარდაცვალების გამო. ჩვენი პერსონალის ჯანმრთელობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა და მივმართავთ უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომას, რომ ყველა ადამიანი დავიცვათ“, – ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.