“კომენდანტი მოიხსნა, მაგრამ ნუ იქნები ჯესიკა, დაეტიე სახლში” – რა შეემთხვა ჯესიკას?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნიკო მიქაია, წერს:

“იყო და არა იყო რა. იყო ერთი ლამაზი ქალაქი თბილისი, ლამაზი უბნით, სახელად ვაკე.

ვაკეში ცხოვრობდა ერთი ლამაზი გოგო ჯესიკა. ჯესიკა ორი თვე ელოდა საგანგებო მდგომარეობის დასრულებას და კომენდანტის საათის გაუქმებას. ჰოდა ერთხელაც კეთილმა ბიძია ამირანმა მისცა უფლება მთავრობა ბიძიას მოეხსნა კომენდანტის საათი.

ჩართო ჯესიკამ ვაკური მაფიები, ჩაეწერა დღეს გახსნილ სალონში და ორმეტრიანი დისტანციით დაივარცხნა თმა და გაიკეთა ფრხილები. ახალი კაბა ვერ იყიდა, იმიტომ რომ ტანსაცმლის მაღაზიები დაკეტილი იყო. ჩაიცვა თავისი ძველი ლამაზი კაბა, გამოიპრანჭა და დაელოდა 12 საათს.

და აი ეს ნანატრი წამიც დადგა. ღამის 12 საათზე გავიდა ჯესიკა სახლიდან. თავს ისე გრძნობდა, როგორც ტყვეობიდან თავისუფლებაზე გამოსული ირემი. გაშრიალდა ქუჩებში, გააჩერა ტაქსი, წავიდა შარდენზე და… დაკეტილია, დაკეტილია, დაკეტილია… ასე ეწერა ყველა ბარს. წავიდა პეროვსკაიაზე და იქაც იგივე 🤨 ,,კარგი ამ ერთხელ მოვერევი ჩემს თავს და ვიზავ ამას”-თქვა ჯესიკამ და წავიდა გლდანში, კლუბ ,,იგუგუნეში”. იმასაც დაკეტილიაო ეწერა.
-ხინკალს მაინც შევჭამ-იფიქრა ჯესიკამ და ჯერ მასპინძელოში წავიდა. ისიც დაკეტილია-იყოს ელ-დეპო-არ დაყარა ჯესიკამ ფარ-ხმალი. ისიც ,,დაკეტილია”! ჯესიკამ მოიწყინა და გადაწყვიტა შაურმა მაინც ეჭამა, გაიქცა ფეხით სააკაძეზე და ყველა საშაურმე დაკეტილი დახვდა.
ეჰ-თქვა ჯესიკამ. გააჩერა ისევ ტაქსი და წავიდა სახლში! ავიდა გაპრანჭული ჯესიკა, გააღო მაცივრის კარი და ისევ გრეჩიხას ჭამა დაიწყო, თებერვლის მარაგებიდან ისღა დარჩენოდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა…

მორალი: ნუ იქნები ჯესიკა. დაეტიე სახლში. კომენდანტი მოიხსნა, მარა არაფერი გახსნილა. ტყუილა ელოდები 12 საათს”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Vaaa umagresi feletonia. Axali dumbaze gvyavs qartvelebs da ar vicnobt?

  2. ანონიმური

    რა პიტალო ხარ მიქაია ! თავს რატომ იბანძებ ტო?! მაგარი ყლე როჟა ხარ ვიღაცა ხარ ფუ შე ყლიფონა დასაცინს იხდი თავს და საგინებელს, ვინ ჯესიჯა რა ჯესიჯა რა გამოიგონე ეს რაიყო!! ჯერ შენი ტრაკის საქმე არაა ვიბ დაეტევა და ვინ არა სახლში შე ყლე კაცო მოგიტყან თავპირი!!

  3. ანონიმური

    კარგ მთქმელს კარგი გაგება უნდა…

  4. ანონიმური

    კარგ მთქმელს კარგი გაგება უნდა
    …კარგი იქნება თუ პირს გაურეცხავი უნიტაზივით არ ავი ყროლებთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.