კომენდანტის საათის დროს მღვდელს ცხენები მოჰპარეს

გორში კომენდანტის საათის დროს სასულიერო პირს ცხენები მოჰპარეს.

4 მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი თავდაცვის სამინისტროს კაპელას, მღვდელ თადეოზს, ეკუთვნის. შემთხვევა თავდაცვის აკადემიასთან ახლოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი ცხენებით შშმ ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრს ემსახურებოდა.

შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული; საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

  •  
  •  

2 Comments

  1. ბათუ

    დაკლავდნენ ხორცი რომ გაეყიდათ. შესამოწმებელია ბაზრობები. თუ ცოცხალს მიუსწრნენ და ადრევე ინახა ხომ კარგი. ძალიან მინდა რომ ამის იმედი მქონდეს

  2. ჰაა, ბათუ ?!

    რატომ ხარ ასეთი პესიმისტი ? იქნებ დოღისთვის დასჭირდათ და დააბრუნონ მალევე ? ))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.