“კოვიდ19-ით გარდაცვლილის ჭირისუფალს “ოცნების” შტაბში ფული შესთავაზეს!”

რეჟისორი, დავით იმედაშვილი, Facebook-ზე წერს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 54 წლის პაციენტი, მას შემდეგ, რაც კლინიკაში არ გადაიყვანეს, სახლში გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის ჭირისუფლები “ოცნების” შტაბში დაიბარეს და დაკრძალვის ხარჯების დაფარვა შესთავაზეს. 

“ახლობლის ბიძაშვილს, 54 წლის ჯანმრთელ მამაკაცს კოვიდი დაუდასტურდა. საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და გუშინ სახლში გარდაიცვალა. მამაკაცი გუშინვე დაკრძალეს. გარდაცვლილის ნათესავი ოცნების შტაბში წაიყვანეს სადაც უთხრეს ხარჯებს ჩვენ დავფარავთო. ხო არ მოგესმათ! ოცნების საარჩევნო შტაბში ჭირისუფალი მიიყვანეს! როგორც ჩანს ჭირისუფალ მამაკაცს ამის გამო სახეზე სიხარული ვერ შეატყვეს და დღეს როდესაც ოჯახმა ბინის დეზინფექციაში დახმარება ითხოვა პასუხად მიიღეს რომ ეგ სერვისი ფასიანია”

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    გამოჩნდა კიდევ ერთი მწამებელი ქინძი,ვაი შენს პატრონს უბედურს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.