კოვიდ-19-ით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 2 დღე იწვა კლინიკაში და 82 წლისაა

კოვიდ-19-ით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის მამაკაცია და თანმხლები დაავადება ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა და კოვიდ-19-ის დიაგნოზთან ერთად ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება და ორმხრივი ტოტალური პნევმონია. მისი თანმხლები დაავადება გულის მწვავე უკმარისობა იყო

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანახმად, კლინიკაში პაციენტის სამკურნალოდ ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდა, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6640-მდე გაიზარდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.