“კოვიდპაციენტი 10 წუთში გარდაიცვალა” – იმერეთი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მიიღეს, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. პაციენტებს შორის შვიდი ბავშვია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ამასთან რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ხოლო სამის – კრიტიკულად მძიმე. მაღლაფერიძის თქმით, კორონავირუსზე 20 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

ამასთან, იმერეთში კორონავირუსით 83 წლის პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ქუთაისიდან თერჯოლის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, პაციენტი შეყვანიდან ათ წუთში გარდაიცვალა. მისივე თქმით, ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.