“კოვიდი არ აღმომაჩნდა, მაგრამ კოვიდზე მკურნალობის თანხა გადამახდევინეს”

ტვ პირველის თანამშრომელი, მახო მიქელაძე, წერს:

“ორი დღის წინ ტემპერატურა მქონდა 38-მდე და სხვა სიმპტომებიც, ცხადია მივედი ერთ-ერთ ე.წ ცხელების ცენტრში, მომათავსეს სტაციონარში და შეუდგნენ ჩემს “მკურნალობას”.

მეორე დღეს ამიღეს სინჯი კოვიდ 19-ზე, რომლის პასუხიც 24 საათში იყო. ორი ღამე დავყავი ცხელების ცენტრში. კორონავირუსზე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

საავადმყოფოს ადმინისტრაციამ კი “კოვიდზე მკურნალობის”თანხა გადამახდევინა, თან დასძინეს რომ თუ კორონა დამიფიქსირდებოდა უფასოდ “მიმკურნალებდნენ”.

რა გამოდის ე.წ ცხელების ცენტრი ფასიანი ყოფილა და არა ისე როგორც მთავრობა ირწმუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა რომ რისთვის გადავიხადე ფული არ ვიცი, დიაგნოზი ვერ დამისვეს, მითხრეს რომ რომელიღაც ვირუსული ინფექცია მაქვს, მაგრამ რომელი ვერ გაიგეს.

საქართველოს მთავრობა ვერ გევიგე?”

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    კიდევ კარგი რამე არ ამოგჭრეს!

    1. ანონიმური

      შე ტუტუცო!

  2. კუკუ

    კიდევ კარგი რამე არ ამოგჭრეს!

  3. ანონიმური

    რატომ არ ასახელებ, რომელი ცხელების ცენტრში იყავი, ვინ ხელმძღვანელობს?პროვოკატორი ხარ, როგორც ჭუტაკანალიზაციის ყველა ჭურნალუსტი! ტყული, ტყული პაპიროზი პირში!

  4. ანონიმური

    დიდი ალბათობით მცხეთის ცენტრშია ნამყოფი
    იქაა რო ყვლიფავენ ხალხს
    მადლობა თქვას ცოცხალი რო გამოვიდა

  5. ანონიმური

    ტყუილი!!!ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ტემპერატურით მოათავსეს სხვადასხვა ცხელების ცენტრში, ჩაუტარეს PCR-ის გარდა ბევრი კვლევა, კოვიდი არ დაუდასტურდათ, მაგრამ ერთი ლარიც არ გადაუხდიათ

  6. ექიმი

    რატომ ცრუობ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.