კოვიდისგან განიკურნა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ქრონიკული დაავადება

13 ნოემბერს “ალიამ” გააშუქა, ექიმ სოფიო ბერაძის პოსტი, რომელიც პაციენტისთვის დახმარებას ითხოვდა:

“ზუგდიდიდან გვიკავშირდება პაციენტი, კოვიდ დადასტურებული, თირკმლის ტერმინალური დაავადება, დიალიზ დამოკიდებული, ღვიძლის ციროზი, არაკონტროლირებადი ასციტი, ანამნეზში ლობექტომია.
ეს პაციენტი ვერ გადაყავს 112-ა სტაციონარში ადგილების არარსებობის გამო. მაქსიმუმ რა დახმარებასაც სთავაზობენ ხვალ ბათუმში დიალიზზე გადმოყვანა და უკან ზუგდიდში დაბრუნებაა.

გთხოვთ, რეაგირებას!
გვარი-ოკუჯავა.”

“ალია” მაშინ წერდა: – “ალია” უერთდება ექიმის თხოვნას, მეტიც, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გადაიყვანოთ მძიმე პაციენტები, შეუმსუბუქოთ მაინც მდგომარეობა, იქნებ, ერთი დღე აჩუქოთ და ამასობაში რეანიმაციაში ადგილი გაჩნდეს!!! რამე გააკეთეთ!!!

რაოდენ სასიხარულო იყო, როცა იგივე ჯგუფში Stop-Cov აჭარა წავიკითხეთ ხატია ოკუჯავას წერილი და შევიტყვეთ, რომ პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხატია აქვეყნებს მამის ფოტოსაც:

“ჩემი ამბავი ალბათ გახსოვთ. მამას კოვიდი დაუდასტურდა, რომელსაც ბევრი თანმხლები დაავადებები აქვს და ასევე დიალეზდამოკიდებულია. ზუგდიდმა უარი უთხრა მიღებაზე და რომ არა ეს ჯგუფი Keti Asanidze, Beridze Sophio წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა. მთელი ცხოვრება ვიქნები ამ ადამიანების მადლიერი. ასევე უღრმესი მადლობა Batumi Republican Hospital • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს. იმდენი ადამიანი დამიდგა გვერდით, მეშინია არ გამომრჩეს. მამა უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს გაწერეს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ ყველას”

როგორც ხედავთ, ყველა ასაკის, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს აქვს შანსი, მთავარია, დროულად იქნეს გადაყვანილი და მთავარია, ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    უპატრონოდ კვდება ხალხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.