კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი, რომელსაც მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ე.წ. „ბეხტერევის დაავადება“ დაუდგინეს, ამჟამად, ალადაშილის კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, 49 წლის პოლიტიკოსი კლინიკაში 23 ნოემბერს, მძიმე და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებების ფონზე განვითარებული თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

სამწუხაროდ, 25 ნოემბერს დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, რადგან სეპტიკური შოკი განუვითარდა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს განუკურნებელი დაავადება 2017 წელს გამოუვლინდა. დაავადება მე-4 სტადიაშია.

შეგახსენებთ, კობა დავითაშვილი, სხვადასხვა დროს, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი გახლდათ.

მას ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.

,,ალიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, კობა დავითაშვილი ამბობდა, რომ ეს დაავადება იმ ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    ღმერთმა გამძლება და ჯამრთელობა მოგცეს

    1. ანონიმური

      მაგან იმ 9 წელს და კიდევ მანამდე ედიკას დროს ბრძოლას შესწირა ჯანი! ხოდა საქართველოში ღმერთი ერთია,ერთი-მას ბიძინა ივანაშვილი ჰქვია! და 7 მილიარდი დოლარიდან მისცეს ფულიიიიიიი!!!

      1. ანონიმური

        100%

  2. ანონიმური

    სახელოვანი ოპოზიციის საქმენი საგმირონი , გამოჯანმრთელებას გისურვებთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.