კობახიძის ფრთა, “ნაცები”, “ევრონაცები” ერთად შეუტევენ კალაძეს -“ოცნების“ საბოლოო განაციონალების გეგმა

დღეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოქსაძე, მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. აცხადებენ, რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მან დაიბარა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი კაბინეტში და მას უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა ტენდერში და სამაგიეროდ, სხვა ტენდერს მის კომპანიას მოარგებდა. კომპანიამ მაინც მიიღო ტენდერში მონაწილეობა და მოიგო კიდეც ტენდერი, თუმცა, ხელშეკრულება შეწყდა და ახლა ის ადანაშაულებს ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს, რომ ეს მან “იძია შური”. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ტენდერის და ამ კომპანიის ისტორია საკმაოდ უცნაურია და მის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლით აქ.

“ალიას” ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა მასალა, რომელშიც სწორედ იმაზეა საუბარი, რომ მალე დაიწყება ბიზნესგადანაწილებისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში პირველ დარტყმას კახა კალაძის ერთგული ადამიანები მიიღებენ, ვინ არის და ვინ იქნება დაინტერესებული კახა კალაძის გუნდით, მასალიდან შეიტყობთ:

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლამ, ათასი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. მედიით მრავალი ვერსია გავრცელდა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ირაკლი კობახიძეს გადაულოცა. ცხადია, ბევრს არ სჯერა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან. ფიქრობენ, რომ ის, პარტიული თანამდებობის გარეშე, კვლავ დარჩება ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, როგორც აქამდე იყო. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული წყარო, მნიშვნელოვან ინფორმაციებზე დაყრდნობით, „ალიას“ სთავაზობს საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა–არ წასვლის თაობაზე და გვიმხელს მოვლენების განვითარების მისეულ ვარიანტებს.

„ირაკლი კობახიძე და მისი ულტრალიბერალური გუნდი, დღეს ივანიშვილის მორჩილები არიან. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიდის შიდა ბრძოლა კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის გუნდებს შორის. ამერიკასა და ევროპაში,  ე.წ. კონსერვატორების გუნდი, კალაძის მეთაურობით, პრორუს პოლიტიკოსებად მიიჩნევიან. დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირაკლი კობახიძის ულტრალიბერალური გუნდი დააწინაუროს და დროთა განმავლობაში,  მათ ჩაუგდოს ხელში ქვეყნის მართვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტები, უპირველესად, პრემიერის პოსტი და ძალოვანი უწყებები.

წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ამერიკა და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, რომ  საკრებულოებში, „ქართული ოცნების“ კვოტით, კობახიძის თანაგუნდელები უფრო მეტნი მოხვდნენ, ვიდრე კახი კალაძისა. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, გაწიროს ძველი თანაგუნდელები, რადგან მისთვის სრული უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ამერიკას და ევროპას შეუძლიათ. რუსეთი ამგვარ გარანტიებს ვერ მისცემს. შესაძლოა, კახი კალაძე ხელმეორედ გახდეს თბილისის მერი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. რეგიონების საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლი, სრულად კობახიძის გუნდის ხელში იქნება და „კონსერვატორები“ თუ ძველი მეოცნებენი, მისკენ გადაიხრებიან – საითაც ძალას და სათავისო პერპექტივას დაინახავენ, იქით  წავლენ. კობახიძესთან საქმის დალაგებას უკვე ცდილობენ „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკოსები, რომლების მისი ლანძღვა–გინების მეტს არაფერს აკეთებდნენ ბოლო ხანებში და ივანიშვილის მტრად მიაჩნდათ.  ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემოდგომით, შეიცვლება მთავრობა და პრემიერისა და ძალოვანი მინისტრების პოსტებს კობახიძის გუნდი ჩაიგდებს ხელში. პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება. ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე არის მისი თანაგუნდელი არჩილ თალაკვაძე. ფაქტობრივად, სრულად გააკონტროლებენ ხელისუფლებას და ამ პროცესს ივანიშვილი ხელს არ შეუშლის.

ყველას შეუქმნიან პრობლემებს, ვინც მსხვილ ბიზნესებს აკონტროლებს საქართველოში. აქ მოიაზრება კალაძის გარამოცვაც, რომელიც აკონტროლებს სამშენებლო, ენერგორესურსების, საბანკო სექტორს… ივანიშვილის გარემოცვიდან ბევრს მოუწევს დათმოს მსხვილი ბიზნესები. ირაკლი კობახიძე არ არის იმის ჩიტი, ბიზნესები ფარცხალაძეებსა და კალაძეებს დაუტოვოს. ბიზნესის გადანაწილების მომსწრენი აუცილებლად გავხდებით და არ გამოვრიცხავ, ეს იყოს სისხლიანი პროცესი, კრიმინალური გარჩევებით, მკვლელობებით, თავისი დაჭერებითა და პატიმრობებით. ასეა, ვინც ძალაუფლებას ფლობს, მსხვილ ბიზნესსაც ის აკონტროლებს. დაბოლოს, იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ ეპოტინება საქართველოში ძალაუფლების დაბრუნებას, ეს გამორიცხულია. სააკაშვილი ამერიკაშიც და ევროპაშიც ჩამოწერილია, მას სერიოზულად აღარ განიხილავენ და არ ჯდება მათ სამომავლო გეგმებში“– აცხადებს „ალიას“ წყარო.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

  •  
  •  

16 Comments

  1. ანონიმური

    შევეცი ორივეს

  2. ანონიმური

    100

  3. ანონიმური

    ეს ჯავახიშვილი კაკულიას ეწევა და ვერ ეწევა))))))

  4. ანონიმური

    კაკულია არ ვიცი,მაგრამ ყველა პარამეტრით,კობახიძეს ვარჩევ და არა კალაძეს.კობახიძე კალაძესგან განსხვავებით არის:განათლებული,არაგადამძმრომ-გადმომძრომი,არა ქურდების მეგობარი,არამარიაჟი,კალაძეს ცოლი რას იცვამს ,ჭამს და სვამს,მთელმა საქართველომ იცის,კობახიძის ოჯახი მოკრძალებულად იქცევა.ეს ,რაც გამახსენდა უცებ.კალაძე ვერასდროს მოუგებს კობახიძეს ვერაფერში.განსხვავება თავი და ფეხებია.

    1. ანონიმური

      კალაძეს მილიონში ხმას არ მივცემდი, მაგრამ მეორე რო კლოუნია, წვეთი არ გაუვა!

      1. ანონიმური

        კლოუნი არ არის. განათლებული და გონიერია. დროის მოცემულობის თანახმად მოქმედება კლოუნობას არ ნიშნავს. სწორ თამაშს ნიშნავს. კალაძე უდიდესი მაფიოზია და თუ კობახიძე შეძლებს მის განეიტრალებას, მისასალმებელია.

  5. ანონიმური

    Kobaxidzes tojona dedamovtkan

  6. ანონიმური

    ამ მოლანდებების ბოლო, მხოლოდ სიზმარში.

  7. ანონიმური

    ზუსტად, კობახიძე და კალაძე მოგიტყნავთ დედებს, თქვე ნაც ნაძირლებო.

    1. Qocebos coldhviis mtkvneli

      Kle chamos orivem. She ocnebis mineto dedagaqt motknuli shen da shennair gandonebs

  8. Qocebis colshviis mtkvneli

    Kle mochamon she 41s mineto mogitkan ocneba qveknos damaqcevlebi motknuligaqt dedioebi

  9. ანონიმური

    ეს ინტრიგა ვის სჭირდება?! ზუსტად კალაძე და ღარიბაშვილია ნაცების საყრდენნი ქართულ ოცნებაში.

  10. ანონიმური

    ეგ შენთვის! შენ არ ხარ ეს ქვეყანა!

  11. ანონიმური

    Kobaxidze da kaladze gaganadgurebt nacebo bifzinas monebi aravina me monat ar vgrdznob tavs,da nacebi ki xart mishas monebi trakshi mdzromialebi

  12. ნინი

    ქართული ოცნების ნებისმიერი ლიდერი პატრიოტი, ჰუმანური, მორწმუნე, განათლებული, მაღალი ზნეობის და მორალის მქონე ადამიანია. ამაში ეჭვი ნურავის ნუ შეგეპარებათ.
    რაც შეეხება კალაძეს:
    კახი კალაძე არის ჩვენი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილი. მან თავისი შრომით ნაშოვნი ფულით ბევრ ადამიანს და ოჯახს გაუწია დახმარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში, არასოდეს არ აუღია ხელფასი, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახების დასახმარებლად რიცხავდა.
    ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანები არიან. თუ ვინმე უკანონობას აკეთებს, მას არცერთი არ დაინდობს…
    ქართველებში არიან ისეთები, რომლებიც ვერ იტანენ წარმატებულ, შემდგარ ადამიანებს და ტალახს ესვრიან. ამით მათ არაფერი არ აკლდებათ. მათ კი, ვინც ლანძღავს, აგინებს და ჭორებს ავრცელებს მათ ირგვლივ, თავად ვარდებიან მძიმე მდგომარეობაში; შურს, ბოღმას, აგრესიას, ბოროტებას არავისთვის არ მოუტანია სიკეთე.
    შური და ბოღმა ანგრევს პიროვნებას და კარგავს სიხარულის, სიკეთის, ბედნიერების შეგრძნებას…

  13. მედეა

    გაიხარეთ,სულ მართლად გატაროთ ღმერთმა, მიკვირს სხვების აგრესია, არავის დასჯა არ მინდა .კობახიძე მეორედ აირჩიეს ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტად.საამაყო ბიჭია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.