,,კლინიკიდან წამოვედი არა იმიტომ, რომ შემეშინდა პანდემიის, არა იმიტომ, რომ დავიღალე მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ ღამეების თენებით…”

ალადაშვილის კლინიკის უმცროსი ექიმი, მარიამ კაზაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,მე უმცროსი ექიმი ვარ და მე დღეს მაიძულეს სამსახურიდან წამოსვლა მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვები გამიჩნდა.კითხვა მარტივი და ავთენტური იყო: მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ დადგენილება N520 -ის ამოქმედების შემდეგ, ჩემი შრომა ( უმცროსი ექიმის) შეფასდა უფრო ნაკლებად, ვიდრე ექთნების. რატომ შეაფასეს უმცროსი ექიმის შრომა ექთნის შრომაზე ნაკლებად, როცა უმცროს ექიმს აქვს უფრო მეტი პასუხიმგებლობა და მას თხოვენ უფრო მეტ კვალიფიკაციას?
წამოვედი არა იმიტომ, რომ შემეშინდა პანდემიის , გამოწვეული COVID-19-ით (კორონავირუსების ახალი შტამით) არა იმიტომ, რომ დავიღალე მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ ღამეების თენებით და მძიმე შრომით; არა იმიტომ, რომ ვერ ვიაზრებ ამ სიტუაციაში რამდენად გაჭირდება ახალი სამსახურის მოძებნა, არამედ იმიტომ რომ, ჩემგან ითხოვდნენ მონურ მორჩილებას. მათ არ სჭირდებათ კადრები, რომლთაც საკუთარი აზრი გააჩნიათ, რომლებმაც იციან საკუთარი და პაციენტის უფლებები და ცდილობენ ისე იმუშაონ რომ არც ერთი მათგანის უფლება შეილახოს,
მე დღეს სამსახურიდან წამოვედი იმიტომ, რომ ჩემთვის მოწოდებული პირბადე, ხელთათმანები და ხალათი აღიქმება მაღალზნეობრივ ქცევად ადმინისტრაციის მხრიდან და არა უშუალო მოვალებად .
მე დღეს სამსახურიდან წამოვედი იმიტომ , რომ მინდა ჩამოვყალიბდე ექიმად და არა მონად .
ერთმა ადამიანმა მითხრა რამდენიმე თვის წინ, თუ მონობას ვერ ეგუები, მაშინ პროფესია შეიცვალეო. მაშინ არაფერი მიპასუხია ხმამაღლა , მაგრამ ახლა ვუპასუხებ იმას, რაც ვიფიქრე: მე ჯერ არ შემიწყვეტია ადამიანის სიყვარული, ჯერ არ დავღლილვარ ავადობის დამარცხებით და ჯანმრთელობისთვის ბრძოლით და სანამ ეს ასეა, მანამდე არ ვაპირებ პროფესიის შეცვლას . ექიმად ჩამოყალიბებისთვის ბრძოლას მაშინ შევწყვეტ, როცა აღარ მეყვარება ადამიანი. როცა აღარ მომინდება ვიბრძოლო მისი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.
ხოდა ვეძებ სამსახურს უმცროსი ექიმის პოზიციაზე ისეთ კლინიკაში სადაც უმცროს ექიმებს ზრდიან ექიმებად და არა მონებად. სადაც პატივს ცემენ და იცავენ დასაქმებულებს და მათ უფლებებს, სადაც ადამიანებს აქვთ ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული შრომითი პირობები.
წინამდებარე დრამა კი გათამაშდა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ემერჯენსისა და რეანიმაციის განყოფილებაში.”

მე უმცროსი ექიმი ვარ და მე დღეს მაიძულეს სამსახურიდან წამოსვლა მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვები გამიჩნდა.კითხვა მარტივი…

Posted by Mariam Kazaishvili on ხუთშაბათი, 26 მარტი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რა დღეში ჩაუგდიათ ამ გათახსირებულებ
    ალადაშვილის კლინიკის😱 შეფებს ეს უმცროსი ექიმი!
    მოუნდომეს მონომა და თან გროშების საზღაურად?!
    არ შეშინდე მარიამ, უკეთესს მოძებნი❤️

  2. ანონიმური

    ამ დროს როცა მთელ მსოფლიოს უჭირს და ხდება მსოფლიოში მთელი მედ მუშაკების მობილიზაცია ამ დროს ეს მოთხოვნები სრულიად უსაფუხვლოა, თუ ეწიმის ფიცი გაგახსენდებათ მითუმეტეს… …..

    1. ექიმი

      ვფიქრობ ექიმი შენგან არასდროს გამოვა.

  3. ანონიმური

    ექიმის ფიცი კლინიკების ხუშტურობას და მონობას
    არ ითვალისწინებს😂👎🏿

    1. ანონიმური

      მაინც არ უნდა წამოსულიყავით ამ გაჭირვების დროს! არაა პროფესიონალიზმი მოქმედება.ჩვენ ემიგრანტები სხვის მოხუცებს ვიცავდით იტალიაში და სხვა ქვეყნებში,თქვენ თქვენი ერი მიატოვეთ.

  4. ანონიმური

    Getyoba sifatze rasac warmoadgen.

  5. Tamari

    Yvelaferi unda moitmino. Xalxi dagifasebs monoba yvelgana sadac imushaveb mtavariA tavshi ar gikakuneben. Tan pretenziebis droo martla araa ra dxeshia msoflio. Warmatebebi mudam

  6. ###

    მონობა არასოდეს უნდა აიძულო, მაგრამ მონა სხვა მონებზე ოცნებობს. მაღალზნეობრივი ადამიანი თავად მიდის თავგანწირვაზე და ამას არ უნდა დაერქვას მონობა და არც სიბრიყვე- ეს სხვა მაღალი შეგნებაა და მუდამ ერთეულები იყვნენ

  7. ანონიმური

    ექიმის ანაზღაურება საქართველოში ზოგადად მცირეა. მითუმეტეს უმცროსი ექიმის. მგრამ რას ვიზამთ ყველა კლინიკაში ეგრეა.

  8. მარი

    ექიმის ანაზღაურება საქართველოში ზოგადად მცირეა. მითუმეტეს უმცროსი ექიმის. მგრამ რას ვიზამთ ყველა კლინიკაში ეგრეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.