კლინიკა „ველესი“ – სიმსუქნე განკურნებადია! რა ინოვაციური მეთოდი დაინერგა კლინიკა „ველესში“

დღეს სიმსუქნე და ჭარბი წონა ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სიმსუქნის გავრცელების სისწრაფეს როგორც ზრდასრულებში ასევე ბავშვებში, ძირითადად განაპიროებებს არასწორი ცხოვრების წესი, უმოძრაობა, ჰორმონალური დარღვევები და სხვადასხვა სახის დაავადებები.

სიმსუქნისა და ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე, სიმსუქნის მკურნალობის მეთოდის ავტორი, კლინიკა „ველესის“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი თამთა ჭურაძე ისაუბრებს:

თამთა ჭურაძე

ადამიანების უმრავლესობა ვერ აღიქვამს ჭარბ წონას როგორც სერიოზულ საფრთხეს, საშიშ და ვერაგ დაავადებას. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა, რომ მხოლოდ გარეგნულად, ვიზუალურად გამოიყურებიან სხვებისგან განსხვავებულად და ხშირად იმასაც აღნიშნავენ, რომ ზედმეტი კილოგრამები ხელს არ უშლით აკეთონ საყვარელი საქმე, იმოძრაონ თავისუფლად და აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.

წონის დაკლების მიზანიც, ძალიან ხშირად, არის სწორედ ვიზუალური ცვლილების სურვილი. რეალურად კი, სიმსუქნე არის ენდოკრინული დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. სწორი მკურნალობის შედეგად კი ხდება ორგანიზმის გამოჯანმრთელება და დაკლებული კილოგრამების ხანგრძლივად შენარჩუნება.

როგორ ხდება სიმსუქნისა და ჭარბი წონის მკურნალობა კლინიკა „ველესში“?

ჩვენს კლინიკაში დანერგილია სიმსუქნის მკურნალობის  უახლესი კომპლექსური მეთოდი. კომპლექსურობაში იგულისხმება, რომ ჩვენი კლინიკის ექიმი ამ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგი და ფსიქოლოგი, ერთობლივად მუშაობენ პაციენტთან სიმსუქნის პრობლემის დასაძლევად. მკურნალობის ბოლო ეტაპზე ერთვება  მასაჟის სპეციალისტიც. ანუ  მკურნალობის პროცესში ჩართულია 3 სპეციალისტი.

თავდაპირველად, ყველა პაციენტს ვუტარებთ სასკრინინგო ლაბორატორიულ გამოკვლევებს, აქ შედის ანალიზები რომელიც აუცლებელია სიმსუქნის ან სხვა დიაგნოზის გამოსავლენად და შემდგომი მკურნალობის დასაგეგმად, ასევე ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენი ექიმები უდგენენ პაციენტს კვების ინდივიდუალურ რაციონს.

ვიზიტების ინტენსივობა, რომელიც ინიშნება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, თითოეულ პაციენტს ეხმარება, აქტიურად იყოს  ჩართული პროცესში, დაიცვას კვების რაციონი, ფსქოლოგიურად მტკიცედ, მიზანდასახულად განაგრძოს წონის დაკლების პროცესი და დაიკლოს არა 5 და 7კგ ან გარკვეული წონა,  არამედ მიიღოს ზუსტად ის შედეგი, რისთვისაც ის მოვიდა კლინიკაში.

იყენებთ თუ არა რაიმე სახის დასაკლებ პრეპარატებს  ან გასახდომ საშუალებებს?

არ ვიყენებთ  არავითარ პრეპარატებსა და ეგრეთწოდებულ გასახდომ საშუალებებს, უფრო მეტიც, ჩვენი ექიმები კატეგორიულად უკრძალავენ პაციენტებს მათ თვითნებურ გამოყენებასაც კი.

რამდენის დაკლება არის შესაძლებელი?

მოგეხსენებათ, დასაკლები წონა ყველას სხვადასხვა აქვს. შესაბამისად, თითოეული პაციენტი, სრული კურსის ფარგლებში, რომელიც შეადგენს 6 თვეს, განსხვავებული რაოდენობის წონას იკლებს. ეს შეიძლება იყოს 15, 20, 27, 36 ან 45 კილოგრამი საწყისი წონის შესაბამისად. საშუალოდ, თვეში, შესაძლებელია, 5-დან 10 კილოგრამამდე დაკლება.

რაზეა დამოკიდებული პაციენტის შედეგი?

შედეგი დამოკიდებულია, როგორც სპეციალისტების პროფესიონალიზმზე, ასევე პაციენტის აქტიურ ჩართულობასა და მონდომებაზე. ხშირად ხდება, რომ ადამიანებს უჭირთ დიეტის დაცვა, როგორი „კარგი“ დიეტაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს შეიძლება გახდეს ყოველდღიური რუტინა და მოსაბეზრებელი საქმიანობა, ამიტომ ფსიქოლოგის დახმარება გადამწყვეტია საუკეთესო შედეგის მისაღებად. ყველაზე მნიშველოვანია, პაციენტს ჰქონდეს მოტივაცია და ეს გრძელდებოდეს არა 1-2 კვირა  ან თვე, არამედ ხანგრძლივად. ზოგადმა კვლევამ ჩვენა, რომ მოტივაცია წონაში დასაკლებად მოგვყვება ძალიან ცოტა ხნით თუ კვლავ არ მოხდა მისი გაძლიერება და განმტკიცება, ამიტომ როგორც აღვნიშნე,  კლინიკის ფსიქოლოგები თვეების განმავლობაში მუდმივად ზრუნავენ პაციენტის მოტივაციის გამომუშავებაზე.

რა დრო სჭირდება სასურველი შედეგის მიღებას?

მკურნალობის კურსი გრძელდება 6 თვე. ეს არის ყველაზე ოპტიმალურ პერიოდი, როგორც წონაში დასაკლებად, ასევე, თანმხლები დაავადების და ჰორმონალური დარღვევების სამკურნალოდ. მარტივია ფსიქოლოგიურად ადაპტირება იმაზე, რომ  ჭარბწონიანი აღარ ხარ, უკვე გაქვს ცხოვრების ახალი წესი, გაქვს ახალი იდეეები და სურვილები, მოგწონს ლამაზად ჩაცმა. 6 თვე მკურნალობა შედეგის შენარჩუნების თვალსაზრისით, იდეალური პერიოდია.

რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიგნებად, რაც ერთი ორად ზრდს შედეგის ეფექტურობას და განსაზღვრავს კლინიკა „ველესის“ წარმატებულ მუშაობას?

ჩვენი მთავარი მიგნება არის ის, რომ პაციენტთან მუშაობს არა რომელიმე ერთი სპეციალისტი, მაგალითად მხოლოდ  ექიმი ან მხოლოდ ფსიქოლოგი, არამედ ის, რომ თითოეულ პაციენტთან, ინდივიდუალურად, ერთობილივად, სამი სპეციალისტი მუშაობს, კერძოდ, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი და მასაჟის სპეციალისტი.

სამი სხვადასხვა სპეციალისტი ერთად სჭირდება ჭარბწონიან პაციენტს და არა ცალ-ცალკე. ჭარბი წონა და სიმსუქნე არ არის ერთი მიზეზით გამოწვეული პრობლემა, ეს გახლავთ ენდოკრინოლოგიური  დაავადება, რომელიც გამოწვეულია არასწორი ცხოვრების წესის, უმოძრაობის, არასწორი კვების, ჰორმონალური დარღვევების  და სხვადასხვა დაავადების ფონზე ერთობლივად. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა როგორც ექიმის, ასევე ფსიქოლოგის და მასაჟის სპეციალისტის.

თუ ყველაფერი სცადა ადამინმა: უამრავი დიეტა, შიმშილი, ვარჯიში, ხშირია ოპერაციებიც, იარა ფსიქოლოგთან, დაიკლო, მაგრამ ისევ მოიმატა, არსებობს თუ არა გამოსავალი, რომ შეძლებს დაკლებას ?

ხშირად ასეც ხდება, ჩვენი  პაციენტების 70%-ს უკვე აქვს გამოცდილი წონაში დაკლების სხვადასხვა  ხერხი, მაგრამ დაკლების შემდეგ კვლავ იმატებენ წონას. ამას 2 მიზეზით ავხსნი: პირველი არის მოკლევადიანი დიეტები და თვითნებური მკუნალობა, მეორე კი ის, რომ ერთი რომლიმე  სფეროს სპეციალისტის დახმარებით რთულია მიიღო ბოლომდე სასურველი შედეგი. ამიტომ კომპლექსური მიდგომა და მკურნალობის 6-თვიანი პერიოდი შედეგს ერთი ორად ზრდის.

და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, სიმსუქნისა და ჭარბი წონის 100%-ით განკურნება და სასურველი შედეგის შენრჩუნება?

დიახ, სიმსუქნის განკურნება შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა პაციენტმა შეცვალოს ცხოვრების წესი, დაიწყოს საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვა, იკვებოს ჯანსაღად, სწორად, მოიწესრიგოს ძილის და დღის რეჟიმი,  ივარჯიშოს და დროულად მიმართოს შესაბამისი პროფილის ექიმებსა და  სპეცილისტებს .

რამდენი წელია არსებოს თქვენი კლინიკა და როგორ უნდა დაგიკავშირდეთ? „კლინიკა ველესი“, როგორც სიმსუქნისა და ჭარბი წონის მკურნალობის კლინიკა, 3 წელია ფუნქციონირებს. კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილიში, ნუცუბიძის 73 ნომერში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე 555 08 20 80, ან მოგვწერონ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე https://www.facebook.com/velesi.clinic/

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.