კლინიკაში, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა, წინა დღეს სამი ტყუპი გაჩნდა

დღეს უწმინდესი და უნეტარესი, ბათუმში მდებარე კლინიკა “მედინაში”იმყოფებოდა, გეგმიურ გამოკვლევებზე.

ცოტამ თუ იცის მხოლოდ, რომ წინა დღეს, იგივე კლინიკაში, სამი ტყუპი დაიბადა.

ამ ინფორმაციას “სენაკის ქრონიკა” ავრცელებს:

“📌ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა.😍🇬🇪

ახალშობილები ამ დროისთვის ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

1 გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია.მეორე გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს.რაც შეეხება ჯაჟს – იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის” – სენაკის ქრონიკა

ჩვენი ინფორმაციით, პატრიარქმა დალოცა კლინიკა და ყველა ადამიანი, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა, მათ შორის პატარებიც.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.