“კიდე რაღა ლოქდაუნს აცხადებთ ამ საქართველოში?.. მეტი კი არაფერი გაუკეთებია საფრანგეთს…”

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“თქვენი მუხლების ჭირიმე ამიხსენით კიდე რაღა ლოქდაუნს აცხადებთ ამ საქართველოში?.. კომენდანტს საათი გაქვთ? – გაქვთ. სკოლები და სასწავლებლები დაკეტილია? – დაკეტილია. პირბადეების ტარების აუცილებლობა არის? – არის. დახურულ სივრცეში შესვლაზე სიცხის კონტროლს იყენებთ?- რა თქმა უნდა. დისტანციის დაცვა აუცილებელია? – კი ბატონო. აუცილებელია. კინოთეატრები, თეატრები და ასე შემდეგ მაღალი რისკის თავშეყრის ადგილები გაჩერებულია? – დიახაც რომ, გაჩერებულია…

და აბა მეტი კი არაფერი გაუკეთებია საფრანგეთს. ერთად ერთი მძიმე კოვიდ ინფექციის დეპარტამენტებში რამოდენიმე პუნქტი დაამატა კიდევ თორემ, რა შეზღუდვებიც საქართველოში გაქვთ უკვე იგივე გვქონდა ჩვენც.

ხო რაც მთავარია, აქ სკოლები არ დაგვიხურია, სამსახურებში ჩვეულებრივად დავდივართ და საზღვრები არ ჩაგვიკეტია თქვენდან განსხვავებით, არც საჰაერო და არც სახმელეთო.

კიდევ ის რომ, ჩვენ არც დიდი ჰიპერმარკეტები, სუპერმარკეტები და არც ღია ბაზრობები არ ჩაგვიკეტია…”

  •  
  •  

5 Comments

  1. გივი ბიძია

    რა ამოგვიყვანე შენი საფრანგეთი ყელში? ეს რა ფენომენია, რომელმა მათხოვარმაც საქართველოდან გააღწია და უცხოეთს შეაფარა თავი, ვალდებულად თვლის თავს, რომ ჭკუა გვასწავლოს იმათ ვინც ჩვენს ქვეყანაში დავრჩით და ადგილზე ვუმკლავდებით სიძნელეებს, სხვისი მონები და ხელშიშემყურეები არა გართ

    1. ანონიმური

      რა საფრანგეთი? თბილისში სტუდიებში ზის და “საფრანგეთიდან” გვარიგებს!!!

    2. ანონიმური

      ბატონო გივი გონებრივი აშლილობა ხომ არ გაქვთ
      დიახაც სხვებისგან აქვს ამ ქვეყანას ჭუკა სასწავლი
      ბოლომდე მძღნერში იმიტომ არის ჩაფლული რომ არაფრის კეთება არ შეუძლია
      მონობა არ არის სხვისი აზრის მოსმენა
      მოშიმშილე ოჯახები რომ არის ვინც სამსახური დაკარგა ახლა ის ორიოდე გროში ეყოფა?
      ვერაფერსაც ვერ აკეთებთ გარდა სისულელეებისა

  2. ანონიმური

    ზუსტად ამბობ გივი ბიძია…. კაროჟნულ კეკელკური კომპლექსი ემართებათ….

  3. ლიკა

    მათხოვრები ?! აბა რა ვიცი? კარგები და ჭკვიანები კი შველიან თავს როგორც ვხედავთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.