კიდევ ერთი მუქარის მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან – “ლელოს” სამეგრელოს ერთ-ერთი ოლქის წევრს “ზონდერი” გულბაათ ქარდავა დაემუქრა

“ლელოს“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თამარ ბელქანიამ და ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგი გამართეს. მათ მორიგი ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე ისაუბრეს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელდა.

კონკრეტულად კი, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის და მარტვილის საარჩევნო ოლქის კანდიდატის თამარ ბელქანიას პრესმდივანს  დიმა კვარაცხელიას დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გულბაათ ქარდავამ. ქარდავას რაიონში “ზონდერის” სახელით იცნობენ.

„დღეს 12:30 წუთზე, ჩემს პრესმდივანზე განხორციელდა მუქარა შემდეგი ნომრიდან – 597 05 47 71 ეს ნომერი ეკუთვნის ძალიან ცნობილ, სახელისუფლებო ზონდერს, გულბაათ ქარდავას. რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს. არ გვაქვს განცდა, რომ ჩემი პრესმდივანი არის დაცული და მას არ ეძლევა  საშუალება პროფესიული საქმიანობა თავისუფლად განაგრძოს. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს ხელშეწყობა პირიქით, ხდება მუქარა და არ გვეძლევა საშუალება წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა ხდება რეგიონში. თუ აღნიშნული ფაქტი სწრაფად არ იქნა გამოძიებული, დიმა კვარაცხელია აუცილებლად შეიტანს სარჩელს  გულბაათ ქარდავას წინააღმდეგ. რადგან ის არის პროფესიით ჟურნალისტი და ხდება მისი როგორც, პროფესიონალის დისკრედიტაცია, რადგან მას თუ  არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ბუნებრივია ის როგორც პროფესიონალი სხვის ინტერესს ვერ დაიცავს და სწორედ ამიტომ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე.

ჩვენ, მთლიანი რეგიონი, ერთსულოვანი ვართ და ვგმობთ ამ საქციელს. თუ ეს მუქარა მოქმედ ხელისუფლებას გაუვიდა არცერთ ჟურნალისტს არ ექნება იმის განცდა, რომ ის ობიექტურად შეძლებს პროცესების გაშუქებას,“ – განაცხადა ბელქანიამ.

  •  
  •  

3 Comments

  1. არისტო

    არიქა არ მოიშალოთ პროვოკაციები, ეს მეთოდი ნაცებზე უკეთესად ვინ იცის?

  2. ანონიმური

    ეგ ზღაპრები სხვაგან მოყევი სადაც დაგიჯერებენ იქ

  3. ანონიმური

    ცილისწამებ აკარგად გამოგდით ლელოს ზოგადად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.