კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ

კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა საქართველოში ტესტირების კუთხით უფრო აგრესიული ზომების გატარება, რომ სწრაფი ტესტი იმ მოქალაქეებსაც ჩაუტარდეთ, რომლებსაც შესაძლოა, მოგზაურობის და დაინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია არ ჰქონდეთ, მაგრამ თავს ცუდად გრძნობდნენ და ტესტის ჩატარებას ითხოვდნენ.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მაინც იმ ჯაჭვის გახლეჩვა რჩება, რომელიც გადაცემას შეზღუდავს და აღმოფხვრის, რაც ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება იქნება.

„აქედან გამომდინარე, მაინც ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა იზოლაციის წესების კონტროლის კუთხით კიდევ უფრო მკაცრი ზომების გატარება შექმნილ ვითარებაში, როცა ქვეყანა გავრცელების ეტაპზე გადადის და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უკვე მიღებულია ჯარიმების შემოღების გადაწყვეტილება, რათა მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდოს.

„უკევ ერთი კვირაა, რეგულირების სამსახურთან და ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად შსს ჩართულია როგორც საკარანტინო, ისე თვითიზოლაციის ზონების აღწერა-მონიტორინგში. ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ ეფექტური და საკმაოდ გამკაცრებული ღონისძიება. ჯარიმები ეს არის უკვე შემდგომი ეტაპი, რომელიც შსს-ს მხრიდან მონიტორინგს დაემატა. ვინაიდან გამოიკვეთა არა ერთი ფაქტი იმისა, რომ მოქალაქეებმა არ მიმართეს თვითიზოლაციას და ჩვენ მიერ გაწეულ რეკომენდაციებს არ დაემორჩილნენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ჯარიმები შემოგვეღო, რათა ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა მეტად გაგვეზარდა და ამისთვის სათანადო მნიშვნელობა მიგვეცა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

1tv.ge

  •  
  •  

10 Comments

  1. ანონიმური

    ეს მინისტრი თანდათან უფრო მო0მწონს

    1. ###

      ტესტირება კი, მაგრამ ეს აგრესიული რაღაა?

  2. ანონიმური

    ეს 1 კვირით ადრე უნდა გაკეთებულიყო.რა გიშლიდათ ხელს რომ არ გააკეთეთ?რამდენი დრო და სახსრები დაიხარჯა მათ დევნაზე.

  3. bitcoin loophole review

    500399 136904The book is excellent, but this review is not exactly spot-on. Being a Superhero is a lot more about selecting foods that heal your body, not just eating meat/dairy-free. Processed foods like those mentioned in this review arent what Alicia is trying to promote. In case you arent open to sea vegetables (and yes, Im talking sea weed), just stop at vegan. 418890

  4. Sex

    809813 176291I always pay a visit to your weblog and retrieve everything you post here but I never commented but today when I saw this post, I couldnt stop myself from commenting here. Fantastic article mate! 968866

  5. dumps + pin site

    263278 350980You completed numerous nice points there. I did a search on the issue and located practically all people will have exactly the same opinion with your weblog. 898754

  6. Devops Companies

    810570 909373Thrilled you desire sensible business online guidelines maintain wearing starting tools suitable for the specific web-based business. cash 885367

  7. diamond paintings

    182867 882115oh well, Alicia silverstone is matured nowadays but when she was still younger, she is the sex symbol of hollywood` 467303

  8. nằm mơ thấy bướm

    156307 987766I genuinely enjoy searching through on this internet site , it holds superb articles . 705286

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.