კენიაში ზებრამ ჩოჩორი გააჩინა

კენიაში, ჩიულუს მთების ეროვნულ პარკში დააფიქსირეს ზებრა, რომელსაც გვერდით საკმაოდ უცნაური ჩოჩორი მიჰყვებოდა. მას ზოლები ალაგ-ალაგ ჰქონდა, თანაც ღია ფერის.

მას შემდეგ, რაც კენიაში მოქმედი ცხოველთა გადარჩენისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი ორგანიზაციის მომვლელებმა ჩოჩორი ახლოდან შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ იყო ზებრა და საქმე ჰქონდათ ზებრისა და ვირის ნაჯვართან.

ორგანიზაციის ცნობით, დედა ზებრა კენიის აღმოსავლეთ ცავოს ეროვნული პარკიდან არის გამოსული და როგორც გაირკვა, ახალი სახლი მან ადგილობრივ მსხვილფეხა ცხოველთა ჯოგში იპოვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ზებრის მაკეობა 12 თვე გრძელდება, ჯგუფმა სწრაფად შეძლო გაერკვია, რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში. როგორც ორგანიზაციის მიერ მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შარშან, როდესაც ზებრა მსხვილფეხა პირუტყვთა ჯოგში იყო, ის ვირთან შეჯვარდა.

ჩოჩორს ვირი მამისგან ერგო ძლიერი სხეული, ზებრა დედისგან კი ზოლებიანი ფეხები. ორგანიზაციის მკვლევართა განცხადებით, ის ჩვეულებრივ იცოცხლებს, მაგრამ არ შეეძლება გამრავლება.

ზებრა და მისი უცნაური ნაშიერი დაცულ ჰაბიტატში გადაიყვანს, სადაც არ არიან მტაცებლები და უხვად არის საკვები და წყალი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეგ არის, აი, მეორედ მოსვლა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.