კეკელიძის „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს – “წაშლილია რუსული ექაუნთით”

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გვერდიდან წაშლილია თითქმის სრული არქივი.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ როგორც ერთადერთმა, შემთხვევით შემორჩენილმა ადმინისტრატორმა ნახა, გვერდი წაშლილია რუსული ექაუნთით.

„გიორგი კეკელიძის „ფეისბუქ“ გვერდი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდი სოციალური მედიის ქართულ სივრცეში. მას ასიათასობით მნახველი ჰყავდა და თითოეულ პოსტს ჰქონდა სულ ცოტა ათასი მოწონება“, – აცახდებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„უახლოეს ხანებში მივმართავთ შსს და „ფეისბუქ“ ადმინისტრაციას“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    …..!…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.